სესიის დეტალური გვერდი

სესიის მომხსენებელი

მარეხი ბასილიძე

სესიის თანამომხსენებელი

თემატური მიმართულება

სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში

საგანი (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

ქართული ენა და ლიტერატურა , სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება , ისტ ,

სესიის თემა (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

1:1 ელექტრონული სწავლების სტრატეგია და დანერგვა , წიგნიერება ციფრულ ერაში ,

სამიზნე აუდიტორია (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები ,

სესიის ფორმატი

პრეზენტაცია

სწავლების საფეხური

დაწყებითი ,

სესიის სათაური

ანბან–პლაკატიდან ელექტრონულ წიგნამდე

სესიის მოკლე აღწერა

4 წელია,რაც საქართველოში ხორციელდება პროგექტი " 1:1 ელექრონული სწავლება".ამ დროის მანძილზე გარკევული გამოცდილება დაგვიგროვდა მასწავლეებს,ტრენერებს,მოსწავლეებს. პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით, მოსწავლე-მასწავლებელი და ისტ ტრენერი წარმოვადგენთ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობილ მოსაზრებას,თუ როგორ შეიძლება 6 წლიდან ისე განვუვითაროთ წიგნიერების საწყისი უნარები მოსწავლეს,რომ 8 წლისამ საკუთარი ელექტრონული წიგნი შექმნას.მოკლედ, სწავლა–სწავლების 3 წლიანი იტორია ერთი კლასის მაგალითზე.

სესიის განსაკუთრებული გარემოებები

სესიის თანაწამყვანი იქნება სკოლის მოსწავლე

საკვანძო სიტყვები

კოლაბორაცია,ინოვაცია,ინტეგრირება,ციფრული წიგნიერება,სასწავლო პროექტები,windows7-დან windous8-მდე

ვებ-გვერდის მისამართი

www.marexbasilidze.blogspot.com

ისტ სტანდარტი

ის ტექნ. I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს. ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება. • იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მ

სხვა საგნის სტანდარტი

ქართ. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე. ქართ. I. 15. მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა. ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძ-ლია მოსმენილი / წაკითხუ-ლი ტექსტი ან ტექსტის ცა-ლკეული

როგორ პასუხობს სესია კონკრეტული სტანდარტის შესრულებას

პრაქტიკული მაგალითების და პრეზენტაციების მეშვეობთ.

გთხოვთ მონიშნეთ გრაფა, იმ შემთხვევაში თუ სესიაზე წარმოდგენილი იქნება ფასიანი პროდუქცია/სერვისი

არა

ისტ უნარების დონე

საშუალო დონის მომხმარებელი

წინარე ცოდნა

სესიის ხანგრძლივობა

ერთი საათი

სესიის გარემო

Windows ოპერაციული სისტემა

გსურთ გადავიღოთ სესია?

არა

ვირტუალური პრეზენტაცია

კი

ტექნიკური მოწყობილობა

პროექტორი,საპრეზენტაციო დაფა

სესიის შინაარსი

მიზანი და ამოცანები

მსმენელები გაეცნობიან როგორაა შესაძლებელი ისტ-ის გამოყენებით მოსწავლეს გავატროთ გზა ანბან-პლაკატიდან ციფრულ წიგნიერებამდე. მსმენელებს გავუზიარებთ პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილებას.

სესიის მონახაზი

პრეზენტაციაში მონაწილეობას მივიღებთ "1:1 ელეტქრონულ სწავლება"-ში ჩართული ყველა რგოლი, ტრენერი,მასწავლებელი,მე-4 კლასის 2 მოსწავლე, 1-ლი კლასის 2 მოსწავლე.თოთოეული ჩვენთაგანი ისაუბრებს საკუთარ კომპეტენციებსა და გამოცდილებაზე. მომხსენებელი,მარეხ ბასილიძე – „ წიგნიერების ცნება“ (შესავალი) ტრადიციული განსაზღვრების თანახმად, წიგნიერება წერილობითი და სამეტყველო ენის აქტიურად ფლობას _ წერა-კითხვის, მოსმენისა და საუბრის უნარს _ მოიცავს. წერა-კითხვის უნარის ცნება რამდენიმე ქვეუნარს აერთიანებს, მათ შორის _ ფონოლოგიის ცოდნას, ფონეტიკას, ლექსიკას, ტექსტის გააზრებას. მეოცე საუკუნის ბოლოს, საინფორმაციო ხანის დასაწყისიდან, წიგნიერების ახალი ფორმაც გაცნდა,ციფრული წიგნიერება. შეიცვალა სწავლების მიდგომებიც , ფაქტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები არაპრაქტიკული გახდა, გაიზარდა კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის, გადაწყვეტილების მიღებისა და არჩევანის გაკეთების უნარ-ჩვევების მნიშვნელობა. შეიცვალა მასწავლებლის როლიც _ დიდაქტიკოსის ფუნქციები მენტორის, მხარდამჭერისა და მრჩევლის ფუნქციებმა შეცვალა. გაკვეთილი კი იქცა პროცესად, სადაც ყველა კოლაბორაციულად სწავლობს, მათ შორის _ მასწავლებელიც. ამდენად, აუცილებელი გახდა გაკვეთილისა თუ სასწავლო გეგმის ისე შედგენა, რომ მოსაწავლემ შეიძინოს სწავლის ეფექტური სტრატეგიები, რაც შემდგომში პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების, ინფომაციის მოპოვების, აღმოჩენებისა და დასკვნების გამოტანის საშუალებას მისცემს. ტექნოლოგიურმა წინსვლამ ინფორმაციისა და ცოდნის შეძენისა და გადაცემის ფორმები სრულიად შეცვალა. კომპიუტერი და ინტერნეტი სასწავლო პროცესის აუცილებელი ნაწილი გახდა, ციფრული წიგნიერების მოთხოვნა სასწავლო გეგმებში აისახა. თავდაპირველი განსაზღვრებით, ციფრული წიგნიერება ინფორმაციის სხვადასხვა ციფრული წყაროდან მიღებასა და გამოყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით ციფრული წიგნიერების ცნება უფრო მეტად გაფართოვდა და ტექნოლოგიების მეშვეობით პროდუქტის შექმნაც მოიცვა. პრაქტიკაში ციფრული წიგნიერება მრავალ ახალ მოთხოვნას უყენებს მასწავლებელსა და მოსწავლეებს. დღეს მასწავლებელს უკვე შეუძლია, თავის პრეზენტაციას დაურთოს ვიდეომასალა, დაგეგმოს პირდაპირი ჩართვა, განახორციელოს ტელეხიდი ამავე ქვეყნის თანატოლებთან. ჩვენ , „1:1 ელექტრონული სწავლების“ პირველმა თაობამ, შევძელით სასწავლო გეგმაში არსებული მოთხოვნები პრაქტიკაში წარმატებულად გაგვეხორციელებინა . ჩემი მოსწავლეების დახმარებით, შევეცდებით პრაქტიკული მაგალითები მოვიყვანოთ და ვისაუბროთ წარმატებულ პროექტებზე, ვისაუბროთ ევროპისა და მსოფლიო ფორუმზე მიღებულ გამოცდილებაზე, windous8 საკლასო ოთახში დანერგავზე. თანამომხსენებელი, ისტ–ტრენერი_ მაია ბაზღაძე– ინტელის პროექტი , 1:1 ელექტრონული სწავლება . თანამომხსენებლები: 1–ლი კლასის მოსწავლეები: ნეთბუქებთან პირველი შეხება,სირთულე, პირველი ტესტი და პრობლემის დაძლევა. მე–4 კლასის მოსწავლეები: ა) პრეზენტაცია ორი წარმატებული პროექტის. ბ) საცდელი გაკვეთუილის შთაბეჭდილება: Windous8 საკლასო ოთახში გ) კლასში ჩატარებული გამოკითხვის შედეგი: წიგნი თუ კომპიუტერი.

გამოყენებული ლიტერატურა

1:1ელექტრონული სწავლების დანერგვა, Intel-ის სასწავლო სერია.http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=91 თეო ნეფარიძე

მომხსენებლის გამოცდილება თემასთან მიმართებაში

კონკურსები,კონფერენციები რომლებშიც მივიღე მონაწილეობა 1.განათლების მსოფლიო ფორუმი ,11-14 მარტი,ბარსელონა. (მონაწილე) 2.” პარტნიორები განათლებაში ევროპის ფორუმი 2012” (“ The Partners in Learning European Forum 2012 in Lisbon’” )(მსმენელი)

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს