ხშირად დასმული კითხვები

-         როგორ დავრეგისტრირდე კონფერენციაზე როგორც მომხსენებელი?

რეგისტრაცია უნდა შეავსოთ ონლაინ რეჟიმში, კონფერენციის საიტზე. ამისათვის, საიტზე გახსენით რეგისტრაციის ღილაკი. რეგისტრაციის ფორმაში, მონაწილეობის სტატუსში ჩამოსაშლელი მენიუდან შეარჩიეთ „მომხსენებელი“. სისტემა ავტომატურად გამოიტანს ეკრანზე გრაფებს, რომელიც მომხსენებელმა უნდა შეავსოს.

-         როგორ დავრეგისტრირდე კონფერენციაზე როგორც მონაწილე?

რეგისტრაცია უნდა შეავსოთ ონლაინ რეჟიმში, კონფერენციის საიტზე. ამისათვის, საიტზე გახსენით რეგისტრაციის ღილაკი. რეგისტრაციის ფორმაში, მონაწილეობის სტატუსში ჩამოსაშლელი მენიუდან შეარჩიეთ „მონაწილე“. სისტემა ავტომატურად გამოიტანს ეკრანზე გრაფებს, რომელიც მონაწილემ უნდა შეავსოს.

-         იმ შემთხვევაში თუ მონაწილედ ვრეგისტრირდები შემიძლია თუ არა სხვა სესიებსაც დავესწრო?

დიახ, მომხსენებლად რეგისტრაცია ავტომატურად გულისხმობს, რომ შეგიძლიათ სხვა სესიებსაც დაესწროთ, როგორც მონაწილე.  

-          რა მოხდება თუ მომხსენებლის განაცხადის შევსების დასრულება ვერ მოვახერხე პირველივე ჯერზე?

იმ შემთხვევაში თუ განაცხადის შევსება პირველივე ჯერზე ვერ დაასრულეთ, სისტემა საშუალებას გაძლევთ შევსებული ნაწილი შეინახოთ და მოგვიანებით განაგრძოთ მუშაობა. განაცხადის დასასრულებლად საიტზე გაიარეთ ავტორიზაცია, როგორც დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა (უკვე არსებული მომხმარებლის სახელითა და პაროლით), ეკრანზე შეარჩიეთ ღილაკი "ჩემი სესიები" და განაგრძეთ განაცხადზე მუშაობა.

-          საიტზე დარეგისტრირება აუცილებელია მომხსენებლის განაცხადის შესავსებად?

დიახ, საიტზე დარეგისტრირება აუცილებელია. გახსენით კონფერენციის საიტი www.getc.ge და შეარჩიეთ მენიუ „რეგისტრაცია“. გრაფაში “მონაწილეობის სტატუსი“ ჩამოსაშლელი მენიუდან შეარჩიეთ „მომხსენებელი“. სისტემა ავტომატურად გამოიტანს ეკრანზე გრაფებს, რომელიც მომხსენებელმა უნდა შეავსოს.

-         კონფერენციაზე მონაწილეობა ფასიანია?

კონფერენციაზე მონაწილეობა ფასიანია იმ პირებისთვის, რომლებმაც საიტზე რეგისტრაცია გაიარეს „მონაწილის“ სტატუსით. კონფერენციის მოსაკრებელი 20 ლარს შეადგენს.

-         როგორ უნდა გადავიხადო კონფერენციის მოსაკრებელი?

კონფერენციის მოსაკრებლის გადახდა საიტიდან მიმდინარეობს ონლაინ გადახდის მეთოდით. მოსაკრებლის გადახდა რეგისტრაციის დასკვნითი ეტაპია. მონაწილე რეგისტრირებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსაკრებელის თანხა გადახდილია.

-         რა მოხდება თუ მონაწილე დარეგისტრირდა და მოსაკრებელის თანხა არ გადაიხადა?

მონაწილე რომელმაც მოსაკრებლის თანხა არ გადაიხადა სესიებზე დარეგისტრირებას და მონაწილეობას ვერ შეძლებს.

-         რას ნიშნავს მომხმარებლის პირადი გვერდი?

წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში მონაწილეს და მომხსენებელს საიტზე ავტომატურად გაეხსნება პირადი გვერდი - „მომხმარებლის პროფილი“, საიდანაც შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი სესიები დასასწრებად, დაამატონ პირადი სესია (მხოლოდ მომხსენებლის შემთხვევაში), ავტომატიზებულ რეჟიმში შეადგინონ კონფერენციის პირადი კალენდარი, დაარედაქტირონ საკუთარი პროფილი, ან ორგანიზატორებისგან მიიღონ შეტყობინებები კონფერენციის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაზიარებლად. პირად გვერდზე შესვლას დარეგისტრირებული მომხმარებელი ავტორიზაციის ფუნქციით შეძლებს. 

-         რა დამატებით ინსტრუმენტებს მთავაზობს მომხმარებლის პროფილი?

დარეგისტრირებულ მომხმარებელს საიტზე ავტორიზაციის შემდეგ ეკრანზე მომხმარებლის პროფილი გაეხსნება შემდეგი ღილაკებით:

შეტყობინებები - საიტის ორგანიზატორების მიერ გამოგზავნილი შეტყობინებები კონფერენციასთან დაკავშირებით ამ ღილაკზე შეგიძლიათ იხილოთ.

პირადი კალენდარი - ამ ღილაკზე გამოჩნდება თქვენი პირადი კალენდარი კონფერენციისთვის,  სადაც თარიღის და დროის მიხედვით დალაგდება თქვენ მიერ არჩეული სესიები. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ ერსა და იმავე დროს 2 ან მეტი სესიის დამატების საშუალებას სისტემა არ მოგცემთ.

ჩემი სესიები - ეს ღილაკი მხოლოდ მომხსენებლად დარეგისტრირებულ პირებთან ჩანს.  ღილაკზე გამოჩნდება თქვენს მიერ დარეგისტრირებული სესიის განაცხადი. რომლის რედაქტირების უფლებაც რეგისტრაციის დასრულებამდე (15 ოქტომბრამდე) გაქვთ. ვადის ამოწურვის შემდეგ განაცხადის შეცვლას ვერ შეძლებთ.

სესიების განრიგი - ამ ღილაკზე თარიღის და დროის მითითებით გამოჩნდება კონფერენციის სესიების სრული ჩამონათვალი, საიდანაც უნდა შეარჩიოთ სასურველი სესიები.

პროფილის ინფო - ამ ღილაკზე თქვენს მიერ რეგისტრაციისას შევსებული პირადი ინფორმაციაა მოცემული. საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში შეგიძლიათ ველები დაარედაქტიროთ, რომ კონფერენციის ორგანიზატორებს საჭიროების შემთხვევაში თქვენთან დაკავშირების პრობლემა არ შეექმნათ.

ელ-ფოსტის შეცვლა - ამ ღილაკიდან შეგიძლიათ რეგისტრაციის მითითებული ელ.ფოსტის შეცვლა (თუ ამის საჭიროება გაქვთ).

პაროლის შეცვლა - ამ ღილაკზე შეგიძიათ რეგისტაციისას მითითებული პაროლის შეცვლა.

-         არსებობს თუ არა ლიმიტი სესიებზე მონაწილეობაზე?

თითოეულ სესიაზე მონაწილეობისთვის არსებობს ლიმიტი საკონფერენციო სივრცის ლიმიტიდან გამომდინარე. უკვე შევსებულ სესიებზე დამატებას ვეღარ შეძლებთ.

-         როგორ შევარჩიო ჩემთვის სასურველი სესიები პარალელური სესიებიდან?

კონფერენციაზე სესიები პარალელურ რეჟიმში ჩატარდება. დარეგისტრირებულმა მონაწილემ ავტორიზაცია უნდა გაიაროს საიტზე არსებული მომხმარებლის სახელით და პაროლით. სესიების განრიგში შეარჩიოს სასურველი სესია და დაადასტუროს „მონაწილეობა“ ღილაკზე დაწკაპებით. შერჩეული სესია ავტომატურად გამოჩნდება პირად კალენდარში.

-          კონფერენციის მოსაკრებელის თანხა უნდა გადაიხადოს თუ არა პირმა, რომელიც მომხსენებლად აპირებს დარეგისტრირებას?

არა, მომხსენებელი კონფერენციის მოსაკრებლის თანხას არ გადაიხდის, თუ შეფასების კომისიამ მისი თემა შეარჩია კონფერენციისთვის.  იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი მომხსენებლად არ იქნება შერჩეული,  მას შეუძლია დარეგისტრირდეს როგორც კონფერენციის მონაწილე. კონფერენციის მონაწილე მოსაკრებელს იხდის.

-          შემიძლია თუ არა ერთზე მეტი განაცხადის გამოგზავნა?

შეგიძლიათ რამდენიმე განაცხადი გამოგზავნოთ, თუმცა მხოლოდ ერთი იქნება შერჩეული კონფერენციაზე მოხსენებისთვის.

-          როდის არის მომხსენებლის განაცხადის შევსების ბოლო ვადა?

მომხსენებელს განაცხადის შევსება შეუძლია 2014 წლის 15 ოქტომბერს 23:59 სთ-მდე. ვადის ამოწურვის შემდეგ საიტზე განაცხადის ატვირთვა შესაძლებელი აღარ იქნება.

-          როგორ გავიგო ჩემი განაცხადი შეფასების კომისიამ მოიწონა თუ არა?

კონფერენციის ორგანიზატორები რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შეგატყობინებენ პრეზენტაცია შერჩეულია თუ არა კონფერენციისთვის, არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა, 2014 წ.

-          უფრო მეტად რა თემებს მიეცემა უპირატესობა კონფერენციაზე?

ნებისმიერი თემა საინტერესო იქნება, რომელიც საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდეცნიებს ასახავს და კონფერენციის 5 თემატური მიმართულებებიდან ერთ-ერთს პასუხობს. ეს მიმართულებებია:  

1. სწავლა და სწავლება ციფრულ ეპოქაში

2. მენეჯმენტი და ლიდერობა ისტ-ის დახმარებით

3. პროფესიული განვითარება

4. კვლევები სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენებაზე

5. ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა

-          რა ფორმით წარმოვადგინო ჩემი მოხსენება კონფერენციაზე?

შერჩეული თემის წარმოსადგენად უნდა შეარჩიოთ ერთ-ერთი ფორმატი:

ლექცია - მოხსენებას ტრადიციული ლექციის სახით წარმოადგენთ. სასურველია ლექციისთვის გამოყოთ 30 ან 35 წთ, და კითხვა-პასუხის ნაწილს 10-15 წთ. დაუთმოთ.  სულ სესიას 45 წუთი დაეთმობა.

პლენარული სესია - გაითვალისწინეთ, რომ სესიას უნდა ყავდეს ერთი მოდერატორი და 2 ან 3 პანელისტი. სასურველია, თითოეული მომხსენებლის გამოსვლას 10-15 წუთი დაუთმოთ, და მონაწილეებთან ინტერაქციისთვის ბოლო 10-15 წუთი დაიტოვოთ.  სულ სესიას 45 წუთი დაეთმობა.

პრეზენტაცია - მომხსენებელი მონაწილეებს გააცნობს  სპეციფიურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს და/ან ინსტრუმენტებს, რომელიც სხვადასხვა სასწავლო ამოცანის გადაჭრას ემსახურება მიზნად. სულ სესიას 45 წუთი დაეთმობა.

პოსტერების სესია - პოსტერების სესია 21 ნოემბერს საღამოს 5-დან 7 სთ-მდე გაიმართება სპეციალურად გამოყოფილ საგამოფენო დარბაზში.  პოსტერის ავტორს შეუძლია სკოლის ან ცალკეული მასწავლებლისა თუ წარმატებული პროექტის შესახებ წარმოადგინოს ინფორმაცია. პოსტერების სესია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენას და გაზიარებას ისახავს მიზნად. სესია იმგვარად იქნება მოწყობილი რომ ავტორს მონაწილეებთან პირისპირ ან მცირე ჯგუფებში შეეძლოს ინტერაქცია. პოსტერების სესიის მომზადებისა და პოსტერების წარმოდგენის ფორმასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლში სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელზე დასწრებასაც შეძლებენ ავტორობის მსურველები.

ტექნოლოგიების სესია „მოიტანე შენი საკუთარი მოწყობილობა“ (BYOD – Bring your own device) – სესია პრაქტიკულ სამუშაოს მოიცავს კომპიუტერულ მოწყობილობებთან. მონაწილეები პირადი სმარტფონით, პლანშეტური კომპიუტერითა და ლებტოპებით შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სესიაში და ადგილზე პრაქტიკულად შეასრულო დავალებები.

-          მსურს მონაწილეობა მივიღო პოსტერების სესიაში, სად შეიძლება მივიღო ინფორმაცია პოსტერის წარმოდგენის ფორმასთან დაკავშირებით?

პოსტერების სესიის მომზადებისა და პოსტერის წარმოდგენის ფორმასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე დასწრებას შეძლებენ ის პირები, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს, როგორც მომხსენებლებმა და განაცხადის გრაფაში „სესიის ფორმატი“ ჩამოსაშლელი მენიუდან შეარჩიეს „პოსტერების სესია“. დამატებით ინფორმაციას სამუშაო შეხვედრის შესახებ დარეგისტრირებული პირები ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

პოსტერების სესია 21 ნოემბერს საღამოს 5-დან 7 სთ-მდე გაიმართება სპეციალურად გამოყოფილ საგამოფენო დარბაზში.  პოსტერის ავტორს შეუძლია სკოლის ან ცალკეული მასწავლებლისა თუ წარმატებული პროექტის შესახებ წარმოადგინოს ინფორმაცია. პოსტერების სესია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენას და გაზიარებას ისახავს მიზნად. სესია იმგვარად იქნება მოწყობილი რომ ავტორს მონაწილეებთან პირისპირ ან მცირე ჯგუფებში შეეძლოს ინტერაქცია.

-          როგორ შეფასდება ჩემი მოხსენება?

განაცხადებს სპეციალურად შექმნილი შეფასების კომისია შეაფასებს. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება:

  • თემის მიზნობრიობა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ჭრილში
  • თემის საგანმანათლებლო მნიშვნელობა და შესაბამისობა კონფერენციის მიმართულებებთან
  • ტექნოლოგიების გამოყენების მიზნობრიობა
  • წარმოდგენილი იდეის/ინფორმაციის/მოდელის პრაქტიკაში დანერგვისა და გავრცელების შესაძლებლობა
  • მომხსენებლის ცოდნა და გამოცდილება თემასთან მიმართებაში.

-          ვის მივმართო დამატებითი კითხვების შემთხვევაში?

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, საიტის მენიუდან "დაგვიკავშირდით" შეავსეთ საკონტაქტო ფორმის გრაფები, "წერილში" ჩაწერეთ შეკითხვა. კონფერენციის ორგანიზატორები საკონტაქტო ფორმაში მითითებულ ელ.ფოსტაზე ან ტელეფონზე დაგიკავშირდებიან. 

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს