მომხსენებლებისთვის

მომხსენებლის პაკეტი მოიცავს:

  • მრავალფეროვან სესიებზე, ტექნოლოგიების გამოფენასა და პოსტერების სესიაზე დასწრებას. 
  • კვებას: სადილი და ყავა/ჩაის შესვენება 21, 22 და 23 ნოემბერს.
  • გალა ვახშამზე დასასწრებ მოსაწვევს, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართება. 
  • სასაჩუქრე ჩანთას კონფერენციის ლოგოიანი მაისურით, ბლოკნოტით, პასტით, ფლეშ-მეხსიერებით, წიგნის სანიშნეებითა და ფლაერით. 
  • პირად სივრცეს - “მომხსენებლის პროფილს” - კონფერენციის საიტზე, საიდანაც მარტივად შეძლებთ პირადი სესიების მართვას, სასურველი სესიების მოძიებას და დამატებას, კონფერენციისთვის პირადი კალენდარის შედგენას შერჩეული სესიების მიხედვით, კონფერენციასთან დაკავშირებული სიახლეების მიღებას შეტყობინებების სახით, პირადი პროფილის მართვას.
  • მონაწილეობას კონფერენციის განმავლობაში ორგანიზებულ კონკურსებში სხვადასხვა სახალისო პრიზების მოსაგებად.

მომხსენებლის განაცხადის შევსება:

დაინტერესებულმა პირმა, ვისაც კონფერენციაზე სესიის ჩატარების სურვილი აქვს ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიაროს მომხსენებლის სტატუსით 15 ოქტომბრამდე (23:59 სთ).

მომხსენებლის განაცხადის შეფასება:

გაითვალისწინეთ, მომხსენებლად დარეგისტრირება ავტომატურად არ განიჭებთ კონფერენციის მომხსენებლის სტატუსს. დარეგისტრირებულ განაცხადებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების კომისია განიხილავს და შეარჩევს მათ შორის ისეთს, რომლებიც ყველაზე მეტად პასუხობს კონფერენციის შინაარს და ფორმატს.
იმისათვის რომ თქვენი განაცხადი კონკურენტუნარიანი იყოს გთხოვთ, ყურადღებით დაგეგმეთ რამდენად პასუხობს თქვენი თემა კონფერენციის თემატურ მიმართულებებს, ვინ იქნება თქვენი სამიზნე აუდიტორია და რამდენად პასუხობთ მათ ინტერესებს, რამდენად დაგეხმარებათ სესიის შერჩეული ფორმატი დაგეგმილი შედეგების მიღწევაში.
შერჩეული განაცხადები ღია იქნება საიტზე - განაცხადები, რომლებმაც წარმატებით გაიარა მოდერაცია, და შეირჩა კონფერენციის პროგრამისთვის, ხელმისაწვდომი იქნება საიტზე. ამ განაცხადების საფუძველზე, მონაწილეები შეძლებენ შეარჩიონ პარალელურ რეჟიმში მიმდინარე სესიებიდან ის სესია, რომელიც მათ საჭიროებებს და ინტერესებს პასუხობს. მეორე მხრივ, კი  დაეხმარება ორგანიზატორებს ზუსტად განსაზღვრონ რა ტექნიკური თუ სხვა სახის დახმარება დაგჭირდებათ დაგეგმილი სესიის ეფექტურად განსახორციელებლად.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მომხსენებლის განაცხადის შევსების გზამკვლევში.

განაცხადის სტატუსი:

ყველა დარეგისტრირებული სესიის ავტორი არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა მიიღებს შეტყობინებას განაცხადის სტატუსის შესახებ, მიუხედავად იმისა განაცხადი შეირჩა თუ არა კონფერენციის პროგრამისთვის.

დამატებითი ტექნიკური ან სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა სესიისთვის:

განაცხადის ფორმაში, შესაბამის გრაფებში აღწერეთ საჭიროებები, რომლებიც სესიის ჩასატარებლად გჭირდებათ. კონფერენციის ორგანიზატორები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ სესიისთვის სასურველ გარემოს. 

სამუშაო შეხვედრა განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით:

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შესაძლებელია მასწავლებლებს არ ქონდეთ ონლაინ რეგისტრაციის გავლის გამოცდილება, ან დამატებითი კითხვები გაუჩნდეთ კონფერენციის ტექნიკურ თუ შინაარსობრივ მხარეზე. ასეთი შემთხვევებისთვის მასწავლებლის სახლში სამუშაო შეხვედრები ჩატარდება, სადაც კონფერენციის ორგანიზატორები დაგეხმარებიან სრულყოფილად გაიაროთ მომხსენებლად რეგისტრაციის პროცესი და მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. ინფორმაცია სამუშაო შეხვედრების შესახებ საიტის მთავარ გვერდზე, სიახლეებში განთავსდება.
მასტერკლასი ეფექტური სესიის დაგეგმვა/წარმართვაში:

კონფერენციისთვის შერჩეული სესიების ავტორები მასტერ კლასს გაივლიან, რაც მათ დაეხმარებათ ეფექტური სესია დაგეგმონ და წარმართონ. ორგანიზატორები ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაუკავშირდებიან შერჩეულ მომხსენებლებს და ზუსტ დეტალებს შეატყობინებენ.
პოსტერების მომზადება:

პოსტერების სესიის მომზადებისა და პოსტერის წარმოდგენის ფორმასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე დასწრებას შეძლებენ ის პირები, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს, როგორც მომხსენებლებმა და განაცხადის გრაფაში „სესიის ფორმატი“ ჩამოსაშლელი მენიუდან შეარჩიეს „პოსტერების სესია“. დამატებით ინფორმაციას სამუშაო შეხვედრის შესახებ დარეგისტრირებული პირები ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.
ედმოდოს ჯგუფები:

კონფერენციის ყველა სესიისთვის ინდივიდუალური ვირტუალური ჯგუფები შეიქმნება edmodo.com-ზე. ჯგუფის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში მონაწილეები ატვირთავენ სესიის დამხმარე მასალას, და შეძლებენ სესიის მონაწილეებთან კომუნიკაციას. ედმოდოს ჯგუფის შექმნას კონფერენციის ავტორები უზრუნველყოფენ.

მონაწილეობა კონფერენციის სხვა აქტივობებში:

მომხსენებლად რეგისტრაცია ავტომატურად გულისხმობს, რომ შეგიძლიათ სხვა სესიებს დაესწროთ, როგორც მონაწილე.  ამისათვის მომხსენებლის პროფილიდან, “სესიების განრიგში” შეარჩიეთ საინტერესო სესიები და დააწკაპუნეთ “მონაწილეობის” ღილაკს. იმ შემთხვევაში თუ სესიას წარმატებით დაემატეთ, სესია “პირად კალენდარში” გამოჩნდება.
საცხოვრებელი სივრცით უზრუნველყოფა - კონფერენცია არ ითვალისწინებს კონფერენციის მომხსენებლების საცხოვრებელი სივრცით უზრუნველყოფას.

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს