სესიის მომხსენებელი
გიორგი ჩაჩუა |
სესიის თანამომხსენებელი
თეიმურაზ სახელაშვილი |
თემატური მიმართულება
კვლევები სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენებაზე |
საგანი (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)
ისტ , |
სესიის თემა (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)
გამოთვლები ღრუბლებში (cloud computing) , |
სამიზნე აუდიტორია (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)
საბაზო საფეხურის მასწავლებლები , საშუალო საფეხურის მასწავლებლები , სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები , ტრენერები , სკოლის ინფორმაციული მენეჯერები , IT და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერები , |
სესიის ფორმატი
პრეზენტაცია |
სწავლების საფეხური
უნივერსიტეტი , |
სესიის სათაური
გამოთვლები ღრუბლებში და საგანმანათლებლო სფეროში მისი გამოყენების უპირატესობები |
|
სესიის მოკლე აღწერა
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია თანამედროვე, პერსპექტიული სერვისის- "გამოთვლები ღრუბლებში"-ს შესახებ. მოცემული იქნება "ღრუბლების" დეფინიცია. მიმოვიხილავთ მსოფლიოში არსებულ სერვისებს, ჩამოვაყალიბებთ იმ უპირატესობებს, რომელიც გააჩნია ამ ინტერნეტ სერვისს-ინფორმაციის შენახვის, დაცვისა და გაზიარების პროცესში. როგორ შეუწყობს ხელს მისი გამოყენება საგანმანათლებლო სფეროს. |
|
სესიის განსაკუთრებული გარემოებები | |
საკვანძო სიტყვები
ღრუბელი,cloud,google drive,skydrive,ინფორმაციის შენახვა,უსაფრთხოება. |
|
ვებ-გვერდის მისამართი
gchachua.blogspot.com |
|
ისტ სტანდარტი
ისტ რესურსების შექმნა III. ციფრული მასალის შექმნა ისტ-ის გამოყენებით. IV. კომუნიკაცია ისტ-ის გამოყენებით.1. მოსწავლე იყენებს მოწყობილობას ციფრული მასალის კლასიფიკაციის, ორგანიზების და მოძიებული მასალის წარდგენისათვის. |
|
სხვა საგნის სტანდარტი
- |
|
როგორ პასუხობს სესია კონკრეტული სტანდარტის შესრულებას
სესიაზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში ნათლად იქნება ახსნილი, თუ რა უპირატესობები გააჩნია "ღრუბლების" სერვისის გამოყენებას. ამ სერვისის დახმარებით როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგი, ისე მოსწავლე შეძლებენ ონლაინ სივრცეში შექმნან, შეინახონ, დაარედაქტირონ და გააზიარონ სხვადასხვა ტიპის ციფრული მასალა. პედაგოგებს და მოსწავლეებს შეეძლებათ ერთდროულად იმუშავონ გაზიარებულ დოკუმენტზე და მიიღონ უკუკავშირი. |
|
გთხოვთ მონიშნეთ გრაფა, იმ შემთხვევაში თუ სესიაზე წარმოდგენილი იქნება ფასიანი პროდუქცია/სერვისი
არა |
|
ისტ უნარების დონე
საშუალო დონის მომხმარებელი |
|
წინარე ცოდნა
საბაზო კომპიუტერული უნარები, ინტერნეტის გამოყენების საბაზო უნარები, ელექტრონული ფოსტა. |
|
სესიის ხანგრძლივობა
ერთი საათი |
სესიის გარემო
Windows ოპერაციული სისტემა |
გსურთ გადავიღოთ სესია?
კი |
|
ვირტუალური პრეზენტაცია
არა |
|
ტექნიკური მოწყობილობა
დამატებიტი დინამიკები, რათა დამსწრე აუდიტორიამ მოისმინოს ვიდეოფაილის ხმა. |
სესიის შინაარსი
მიზანი და ამოცანები
სესიის(პრეზენტაციის) მიზანია დამსწრე აუდიტორიას გავაცნო მეტად აქტუალური, თანამედოვე და მოსახერხებელი სერვისი- "გამოთვლები ღრუბლებში". ვაჩვენოთ, რატომ არის უფრო მოსახერხებელი ამ სერვისის გამოყენება, ინფორმაციის შექმნის, შენახვის, უსაფრთხოებისა და გაზიარებისათვის, ტრადიციულ ფორმებთან შედარებით. როგორ დაეხმარება იგი მასწავლებელს საკუთარი პროფესიული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის (ელექტრონული პორტფოლიოს) მომზადებში და გაზიარებაში. რა დამატებითი შესაძლებლობები აქვს "ღრუბლებს" და როგორ შეუწყობს ხელს პედაგოგებს და მოსწავლეებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში ზემოაღნიშნული სერვისის დანერგვა. |
სესიის მონახაზი
ფაზა A - თემატური შეკითხვები. რა იციან მონაწილეებმა ინფორმაციის შენახვის ორგანიზების შესახებ და რა მომსახურეობებს იყენებენ. -იციან თუ არა "გამოთვლები ღრუბლებში"-ს შესახებ და იყენებენ თუ არა ამ მომსახურეობას. 10 წთ. ფაზა B პრომო ვიდეო -5 წთ. პრეზენტაცია "გამოთვლები ღრუბლებში"- 30 წთ. ფაზა C უკუკავშირი, მონაწილეების შეკითხვები - 15 წთ. |
გამოყენებული ლიტერატურა
www.edudemic.com, www.webopedia.com, www.salesforce.com და სხვ. |
მომხსენებლის გამოცდილება თემასთან მიმართებაში
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებ "ღრუბლების მომსახურეობას. ვახდენ მასში საკუთარი დოკუმენტაციის შენახვას, საჭიროების შემთხვევაში, მის გაზიარებას. აგრეთვე "ღრუბლების" გამოყენებით მაქვს კომუნიკაცია სტუდენტებთან, ერთად ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტებზე, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ სივრცეში ერთდროულად იმუშავონ გაზიარებულ დოკუმენტზე. და რაც ყველაზე მთავარია- "ღრუბლების" დახმარებით შემი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს,ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი მოწყობილობიდან :) |
იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ
მიყევით ბმულს