სესიის დეტალური გვერდი

სესიის მომხსენებელი

ირაკლი ქავთარაძე

სესიის თანამომხსენებელი

თემატური მიმართულება

სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში

საგანი (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

ყველა ,

სესიის თემა (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

ელექტრონული ინსტრუმენტები/რესურსები , ინოვაციური სასწავლო გარემო , მობილურით სწავლება ,

სამიზნე აუდიტორია (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები , საბაზო საფეხურის მასწავლებლები , საშუალო საფეხურის მასწავლებლები , უნივერსიტეტის წარმომადგენლები , ტრენერები , IT და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერები ,

სესიის ფორმატი

პრეზენტაცია

სწავლების საფეხური

დაწყებითი , საშუალო , უნივერსიტეტი ,

სესიის სათაური

ვიდეო სწავლება და ვიდეო კაპიტალი

სესიის მოკლე აღწერა

სესიაზე წარმოდგენილი იქნება ვიდეო გაკვეთლების/ლექციების/ინსტრუქციის ჩაწერის საშუალებები. განიხილება სხვა და სხვა პროგრამა, რომელიც გამოიყენება ვიდეოს ჩასაწერად. ნაჩვენები იქნება, როგორ მოვამზადოთ ვიდეო-პრეზენტაცია კომპიუტერზე, აიპედზე და კომპიუტერსა და აიპედზე კომბინირებულად. აუდიტორია გაეცნობა ჩაწერილი ვიდეო გაკვეთლების სიკეთეებს და სირთლეებს.

სესიის განსაკუთრებული გარემოებები

საკვანძო სიტყვები

ვიდეო ლექცია,ვიდეო პრეზენტაცია,შებრუნებული საკლასო ოთახი,აიპედი,კომპიუტერი

ვებ-გვერდის მისამართი

ისტ სტანდარტი

სხვა საგნის სტანდარტი

როგორ პასუხობს სესია კონკრეტული სტანდარტის შესრულებას

გთხოვთ მონიშნეთ გრაფა, იმ შემთხვევაში თუ სესიაზე წარმოდგენილი იქნება ფასიანი პროდუქცია/სერვისი

კი

ისტ უნარების დონე

წინარე ცოდნა

არ საჭიროებს

სესიის ხანგრძლივობა

ერთი საათი

სესიის გარემო

Windows ოპერაციული სისტემა

გსურთ გადავიღოთ სესია?

კი

ვირტუალური პრეზენტაცია

კი

ტექნიკური მოწყობილობა

სესიის შინაარსი

მიზანი და ამოცანები

მოხსენების ჩაწერა, იქნება ეს პრეზენტაცია, გაკვეთილი, ლექცია თუ ინსტრუქცია, ეფექტურია მრავალ სფეროში. სესიის მთავარი მიზანი, აუდიტორიისთვის სწორედ ამის ჩვენება იქნება. აუდიტორია დაინახავს თუ რა შესაძლებლობებს იძლევა გარკვეული შინაარსის ვიდეოს სახით ჩაწერა. აქედან გამომდინარე, სესია ასევე მიზნად ისახავს ვიდეოს ჩაწერისთვის საჭირო საშუალებების ჩვენებას და შეთავაზებას. ვინაიდან აუდიტორიის დიდ ნაწილს მასწავლებლები შეადგენენ, ერთ-ერთი ამოცანა იქნება ვიდეო გაკვეთილებისა და ლექციების მნიშვნელობის ჩვენება შებრუნებული საკლასო ოთახისთვის. აუდიტორია გაიგებს, რომ ვიდეოების შექმნა განსხვავებულ მოწყობილობებზეა შესაძლებელი. ასევე, აუდიტორია გაიგებს თუ რა სირთულეებთან არის დაკავშრებული საგანმანათლებლო ვიდეოს ჩაწერა.

სესიის მონახაზი

სესია დაყოფილი იქნება ოთხ ნაწილად. შესავალში განხილული იქნება გარკვეული შინაარსის ვიდეოს სახით ჩაწერის უპირატესობა და ასევე მასთან დაკავშირებული სირთულეები. შესავალს დაეთმობა 5 წუთი. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიძლება ვიდეოს ჩაწერა კომპიუტერზე. განხილული იქნება კონკრეტული პროგრამები და ჩაწერის პროცესი. მეორე ნაწილს დაეთმობა 15 წუთი. მესამე ნაწილში განხილული იქნება აიპედზე ვიდეოს ჩაწერის საშუალებები. ნაჩვენები იქნება კონკრეტული აპლიკაციები. ამ ნაწილს დაეთმობა 15 წუთი. მესამე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ უნდა შეიქმნას საგანმანათლებლო ვიდეო აიპედისა და კომპიუტერის კომბინაციით. განიხილება კონკრეტული აპლიკაციები და პროგრამები. ამ ნაწილს დაეთმობა 15 წუთი. მეოთხე, ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვებსა და პასუხებს. ამ ნაწილისთვის განკუთვნილი იქნება 10 წუთი.

გამოყენებული ლიტერატურა

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაზე მომხსენებლის განაცხაის შევსების გზამკვლევი

მომხსენებლის გამოცდილება თემასთან მიმართებაში

ანთროპოლოგიის კურსის სწავლების პროცესში, აქტიურად ვიყენებდი აიპედს მრავალი მიზნისთვის. მხოლოდ ერთი სემინარისთვის შევქმენი მცირე ვიდეო-პრეზენტაცია აიპედზე (https://www.youtube.com/watch?v=ZsCmUNz8eqM&list=UURXoorJ2tCkRdzwBRdXYOCg), თუმცა დეტალურად მაქვს შესწავლილი თითქმის ყველა აპლიკაცია, რომელიც საგანმანათლებლო ვიდეოს შესაქმნელად არის გამიზნული. პარალელურად ვეცნობოდი სხვა და სხვა კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც ვიდეოს ჩაწერის კარგი საშუალება იქნებოდა. Camtasia recorder-ის მეშვეობით ჩავწერე ინსტრუქციული ვიდეო, თუმცა შემდეგ უკეთესი პროგრამა აღმოვაჩინე - adobe presenter. Presenter-ით ჩავწერე ორი ინსტრუქციული ვიდეო, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=ENxPZlYv1QI მოგვიანებით, აიპედი და ლეპტოპი დავუკავშირე ერთმანეთს და მოვნახე გზა, რითიც მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო ვიდეოს მომზადებაა შესაძლებელი. მსგავსი მეთოდი ჯერ არ შემხვედრია ინტერნეტში და სხვისი მოსაზრებაც საინტერესო იქნებოდა. ანთროპოლოგიის კურსის გაზაფხულის სემესტრისთვის ვიწყებ სალექციო ვიდეოების მომზადებას.

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს