სესიის დეტალური გვერდი

სესიის მომხსენებელი

თალიკო ჟვანია

სესიის თანამომხსენებელი

დავით კაპანაძე

თემატური მიმართულება

კვლევები სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენებაზე

საგანი (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

ისტ , სხვა ,

სესიის თემა (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

გამოთვლები ღრუბლებში (cloud computing) , დისტანციური, ონლაინ და შერეული სწავლება , ინდივიდუალიზებული სწავლება ,

სამიზნე აუდიტორია (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

საშუალო საფეხურის მასწავლებლები , უნივერსიტეტის წარმომადგენლები , ტრენერები ,

სესიის ფორმატი

პრეზენტაცია

სწავლების საფეხური

საშუალო , უნივერსიტეტი ,

სესიის სათაური

1:1 ელექტრონული სწავლების სტრატეგია და დანერგვა

სესიის მოკლე აღწერა

თანამედროვე სასწავლო დაწესებულებებისათვის (უნივერსიტეტები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები) აქტუალურია სწავლების ტრადიციულ მეთოდებთან ერთად ელექტრონული და დისტანციური სწავლების შესაძლებლობების გამოყენება. ელექტრონული სწავლების ეფექტურობას განაპირობებს კარგად ორგანიზებული სასწავლო კურსები. ამ თვალსაზრისით, დიდ პერსპექტივებს იძლევაCMS Moodle-ში რეალიზებული ინოვაციური შესაძლებლობები - ელექტრონულ კურსებში სასწავლო აქტივობებისდაკავშირება დასრულების გარკვეული პირობებით. პრეზენტაციაში (მოხსენებაში) განხილული იქნება ელექტრონულ სასწავლო კურსებში CMS Moodle-ის ამ ინოვაციის გამოყენების საკითხები, ამ ინოვაციის იმპლემენტაცია საშუალებას იძლევა ამაღლდეს თითოეულ სტუდენტზე(მოსწავლეზე) სასწავლო კურსების ადაპტირების ხარისხი, პრაქტიკულად პედაგოგის ჩარევის გარეშე. ახალი ფუნქციონალური შესაძლებლობების გათვალისწინებით აგებული მოდელის საფუძველზე შექმნილია კონკრეტული ელექტრონული სასწავლო კურსი „ოპერაციული სისტემების საფუძვლები“. სკოლის სასწავლო პროცესზე მორგებული მოდიფიცირებული მოდელი ადვილად შეიძლება შეიქმნას რომელიმე სკოლის პედაგოგებთან ერთად.

სესიის განსაკუთრებული გარემოებები

მომხსენებელს პრეზენტაცია აქვს გაკეთებული იგივე ან მსგავს თემაზე საერთაშორისო კონფერენციაზე

საკვანძო სიტყვები

ელექტრონული სწავლება,ელექტრონული სასწავლო რესურსები,ელექტრონული სწავლების მოდელი

ვებ-გვერდის მისამართი

testing.gtu.ge

ისტ სტანდარტი

სხვა საგნის სტანდარტი

როგორ პასუხობს სესია კონკრეტული სტანდარტის შესრულებას

გთხოვთ მონიშნეთ გრაფა, იმ შემთხვევაში თუ სესიაზე წარმოდგენილი იქნება ფასიანი პროდუქცია/სერვისი

არა

ისტ უნარების დონე

საშუალო დონის მომხმარებელი

წინარე ცოდნა

სესიის ხანგრძლივობა

ერთი საათი

სესიის გარემო

გსურთ გადავიღოთ სესია?

არა

ვირტუალური პრეზენტაცია

არა

ტექნიკური მოწყობილობა

კომპიუტერი (ინტერნეტში ჩართული), პროექტორი

სესიის შინაარსი

მიზანი და ამოცანები

თანამედროვე სასწავლო დაწესებულებებისათვის (უნივერსიტეტები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები) აქტუალურია სწავლების ტრადიციულ მეთოდებთან ერთად ელექტრონული და დისტანციური სწავლების შესაძლებლობების გამოყენება. ელექტრონული სწავლების ეფექტურობას განაპირობებს კარგად ორგანიზებული სასწავლო კურსები. ამ თვალსაზრისით, დიდ პერსპექტივებს იძლევაCMS Moodle-ში რეალიზებული ინოვაციური შესაძლებლობები - ელექტრონულ კურსებში სასწავლო აქტივობებისდაკავშირება დასრულების გარკვეული პირობებით. პრეზენტაციაში (მოხსენებაში) განხილული იქნება ელექტრონულ სასწავლო კურსებში CMS Moodle-ის ამ ინოვაციის გამოყენების საკითხები, ამ ინოვაციის იმპლემენტაცია საშუალებას იძლევა ამაღლდეს თითოეულ სტუდენტზე(მოსწავლეზე) სასწავლო კურსების ადაპტირების ხარისხი, პრაქტიკულად პედაგოგის ჩარევის გარეშე. ახალი ფუნქციონალური შესაძლებლობების გათვალისწინებით აგებული მოდელის საფუძველზე შექმნილია ელექტრონული სასწავლო კურსი „ოპერაციული სისტემების საფუძვლები“.

სესიის მონახაზი

ელექტრონული სასწავლო კურსი ეს არის რაიმე თემის მიმართ სტრუქტურირებული მასალა, რომლის დანიშნულებას წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული სასწავლო ამოცანების შესრულება.ელექტრონული სასწავლო კურსების და სხვა სასწავლო აქტივობების ვებ-სივრცეში ორგანიზებისათვის მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტი წარმატებით იყენებს კურსების მართვის სისტემა CMS Moodle-ს [1]. ხარისხიან ელექტრონულ სასწავლო კურსებში გათვალისწინებული უნდა იყოს, როგორც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის მოთხოვნები, ასევე CMS Moodle-ს მიერ წაყენებული ტექნიკური და ფუნქციური მოთხოვნები. ხარისხიანმა სასწავლო კურსებმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:• წვდომა - სასწავლო კომპონენტებში ადვილი ნავიგაცია და მისი გამოყენება ნებისმიერი მოშორებული წერტილიდან;• ადაპტურობა -უნივერსიტეტის სასწავლო პროცესთან და სტუდენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებთან სასწავლო კურსების (კვირეული, თემატური, სოციალური ფორმატები)ადაპტირება;• ეფექტურობა - სხვადასხვა სახის სასწავლო მასალის ერთიან სისტემაში განთავსება, რესურსებზე წვდომის სიმარტივე და მრავალფეროვნება, მაღალი წარმადობის სერვერებზე განთავსება მიწოდების დროისა და დანახარჯების შესამცირებლად;• გამოყენების ხანგრძლივობა - ელექტრონული სასწავლო კურსის შექმნისას კონტენტი ეფუძნება ამ სფეროს შესახებ უახლეს ინფორმაციას. კონტენტის მოდიფიკაციის ან გადამუშავების (გადაკეთების) შემთხვევაში ახალ ტექნოლოგიებთან შესაბამისობა ადვილადუნდა იყოს შესაძლებელი;• პლატფორმაზე დამოუკიდებლობა - სასწავლო მასალის გამოყენება არ უნდა იყოს დამოკიდებული იმ პლატფორმაზე, რომელზეც ეს მასალა შეიქმნა, ან რომელი პლატფორმიდანაც ხდება მასალაზე წვდომა. • მრავალჯერადი გამოყენება - სასწავლო მასალის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს სხვადასხვა გამოყენებით გარემოში (პროგრამებში) და კონტექსტში. ელექტრონული სწავლების პირობებში, რომელიც როგორც წესი დისტანციური ფორმით ხორციელდება, ტრადიციული მეთოდურ-ტექნოლოგიური სტრუქტურა სხვა ფორმისაა. ელექტრონულ სასწავლო კურსში ძირითად ორგანიზაციულ-შინაარსობრივ კომპონენტს წარმოადგენს თემა/მოდული. ელექტრონული სასწავლო კურსის ჩვენს მიერ აგებული კონცეპტუალური მოდელის თითოეული თემა/მოდულიშედგება შემდეგიელემენტებისაგან (აქტივობები, რესურსები):სალექციო მასალა - სალექციო მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის (ტექსტური, გრაფიკული, მულტიმედიური) რესურსები. ეს რესურსები ერთმანეთთან მიმდევრობით, იერარქიულად ან სხვა არაწრფივი სახით შეიძლებაიყოს დაკავშირებული. CMS Moodle საშუალებას იძლევა მარტივად შევქმნათ ჰიპერბმულები ვებ-გვერდებზე, პრეზენტაციებზე, ვიდეო ლექციებზე, სხვადასხვა მასალასა და კონტენტზე;• ლაბორატორიული/პრაქტიკული სამუშაოები - სალექციო თემის შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო სასწავლო რესურსები (ტექსტური, სკრინკასტინგები და სხვა მულტიმედიური მასალა) ; • დავალებები - საშუალებას აძლევს კურსის შემქმნელს მისცეს სხვადასხვა ტიპის დავალება და დაუწესოს სტუდენტს ვადები მიცემული დავალებების შესრულებაზე (ლაბორატორიებზე, საკურსო სამუშაოებზე და სხვა) და მოხდეს მისი შეფასება. დავალების შეფასება ხდება პროფესორის მიერ,რომელსაც მანუალურად ასახავს CMS Moodle-ის შეფასებებში;• პრეტესტი - საშულებას იძლევა განისაზღვროს სტუდენტის ცოდნის დონე პრეტესტის ჩატარების მომენტში, რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს სტუდენტის ცოდნის პროგრესის შეფასება;• სალექციო (თეორიული) მასალის ცოდნის კონტროლი- საშულებას იძლევა განისაზღვროს სტუდენტის მზაობა კვირის სხვა აქტივობებზე დასაშვებად; • თვითშემოწმების ქვიზი - საშუალებას აძლევს სტუდენტს მოახდინოს მის მიერ მიღებული ცოდნის შეფასება/დიაგნოსტირება და მისი გათვალისწინებით მოახდინოს ცოდნის სრულყოფა;• ტესტები - როგორც წესი, უნივერსიტეტების სასწავლო პროცესის მენეჯმენტი ითვალისწინებს სტუდენტის ცოდნის დონის ყოველკვირეულ, შუალედურ და დასკვნით შეფასებებს. ელექტრონულ კურსებში აკადემიური მოსწრების შეფასება ხდება ტესტირების გზით. • გლოსარიუმები, ვიკები, ჩატი, ფორუმი - ეს არის სტუდენტებსა და ლექტორებს შორის ინტერაქტიული ურთიერთობის საშუალებები, რომელთა კარგად ორგანიზება შესაძლებელია CMS Moodle-ს საშუალებით. ასევე შესაძლებელია ვიდეო კონფერენციების და ვებ-სემინარების ორგანიზება და ინტეგრირება ელექტრონულ სასწავლო კურსებში. Moodle 2.4 ვერსიიდან დაწყებული, შესაძლებელი გახდა ელექტრონულ სასწავლო კურსებისაქტივობების დაკავშირება გარკვეული დასრულების პირობით [2]. ამ მიზნით სისტემაში კურსების პარამეტრებში დამატებულია ახალი შესაძლებლობა – წვდომის შეზღუდვა. აქამდე სასწავლო კურსში შესაძლებელი იყო აქტივობაზე წვდომის შეზღუდვა მისი გახსნა / დახურვის თარიღით, პაროლით, ქსელში დასაშვები მისამართით და ცდებს შორის დაყოვნებით. CMS Moodle-ში აქტივობაზე წვდომის შეზღუდვის ახალი შესაძლებლობებისგამოყენებით ორგანიზებული სასწავლო კურსი უკვე აღარ შედგება ცალკეული, დამოუკიდებელი კომპონენტებისგან, მისი ელემენტები ურთიერთდაკავშირებულია და სასწავლო კურსი ადაპტირებულია თითოეული სტუდენტის აქტივობების შედეგებზე.ზემოთ აღწერილი ელემენტების და Moodle-ს ახალი შესაძლებლობების გამოყენებით დამუშავდა „ოპერაციული სისტემების საფუძვლების“ ელექტრონული სასწავლო კურსი, რომლის კონტენტი, საგნის სილაბუსის შესაბამისად, დაყოფილია 21 სასწავლო კვირად. აქედან 15 კვირა ეთმობა უშუალოდ სასწავლო პროცესს, 2 კვირა შუასემესტრულ შეფასებებს, დანარჩენი კვირები - დასკვნით და დამატებით გამოცდებს. სასწავლო პროცესის მიმდინარეობის თითოეულ კვირაში უნდა მოხდეს ყოველი სტუდენტის სასწავლო აქტივობის შეფასება.სასწავლო კურსის ჩვენ მოდელში სტუდენტის აქტივობა კვირის განმავლობაში ფასდება 2 ქულით.როგორც მოდელიდან ჩანს სტუდენტი თავდაპირველად გადის პრეტესტს. პრეტესტის საშუალებით მოწმდება სტუდენტის ცოდნის საწყისი დონე. პრეტესტის გავლა სავალდებულოა, ცოდნის დონის პროგრესის შესაფასებლად. სასწავლო კურსის შემდეგ აქტივობაზე - სალექციო მასალაზე გადასვლა არ არის დამოკიდებული პრეტესტის ქულაზე. სალექციო მასალის გაცნობისდა შესწავლის შემდეგ, სტუდენტი გადის ამ მასალის ათვისების კონტროლს. კონტროლი ხორციელდება ქვიზის საშუალებით. თუ სტუდენტი ამ ქვიზში მიიღებს მაქსიმალური შეფასების 50 პროცენტზე მეტს, მაშინ მოხდება მისი დაშვება შემდგომ სასწავლო აქტივობებზე, კერძოდ ლაბორატორიულ (პრაქტიკულ) სამუშაოებზე.სურვილის შემთხვევაში სტუდენტს საშუალება ეძლევა გაეცნოს დამატებით მასალას. სტუდენტს ამ ქვიზის გავლის სამი მცდელობის უფლება აქვს. ქვიზში უარყოფითი შეფასების შემთხვევაში სტუდენტი ვერ ახორციელებს მიმდინარე კვირის სხვა აქტივობებს და მისი შეფასება ამ კვირაში იქნება ნული.შემუშავებულ მოდელში სტუდენტის მიმდინარე კვირაშიშესაფასებლადგამოიყენება ტესტი ან დავალების შესრულება. ტესტის გავლამდე, გათვალისწინებულია კიდევ ერთი აქტივობა, ე.წ. თვითშემოწმებისქვიზი, რომლითაც სტუდენტი ამოწმებს საკუთარ ცოდნას აღნიშნული თემის ირგვლივ და ახდენს მის დიაგნოსტირებას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქვიზი ითვალისწინებს უკუკავშირს, ანუ ქვიზის დამთავრების შემდეგ სტუდენტი ხედავს მის მიერ დაშვებულ შეცდომებს, ტესტური დავალებების სწორ პასუხებს და ასევე ქვიზის შედეგიდან გამომდინარე პროფესორის მიერ წინასწარ მომზადებულ რეკომენდაციებს. სტუდენტს თვითშემოწმების ქვიზის ორჯერ გავლის შესაძლებლობა ეძლევა. იმისათვის რომ სტუდენტმა შეძლოს ყოველკვირეული შეფასების ტესტზე გასვლაან დავალების მიღება/შესრულება, თვითშეფასების ქვიზი ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს გავლილი. თუმცაყოველკვირეული შეფასების ტესტზე დაშვება ქვიზის შედეგზე არ არის დამოკიდებული. თუ ტესტში (დავალებაში) სტუდენტი იღებს მაქსიმალური შეფასების 50 პროცენტზე ნაკლებს, ითვლება რომ მან ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და მისი შეფასება მიმდინარე კვირაში იქნება ნული.ასეთი ელექტრონული სასწავლო კურსები განკუთვნილია, არა არსებული ლექციების, პრაქტიკულების და ლაბორატორიული სამუშაოების ჩასანაცვლებლად, არამედ ის წარმოადგენს მათ ერთგვარ შევსებას. იმ სტუდენტებს, რომლებიც გარკვეული მიზეზებეს გამო ვერ ახერხებენ უნივერსიტეტში სიარულს, საშუალება ეძლევათ დისტანციურადაითვისონ მასალა, განახორციელონ აქტივობები და მიიღონ ყოველკვირეული შეფასებები. რაც შეეხება შუასემესტრულ და საგამოცდო ტესტირებებს, სტუდენტი ვალდებულია ის ჩააბაროს სპეციალური საშუალებებით (კამერები,კომპიუტერები და სხვა) აღჭურვილ უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში. შუასემესტრულ და საგამოცდო ტესტები წვდომა შესაძლებელია მხოლოდ საგამოცდო ცენტრის კომპიუტერების IP მისამართებიდან. ამრიგად, ინოვაციური საშუალებებით ორგანიზებული ელექტრონული სასწავლო კურსი უფროეფექტურს ხდის სასწავლო პროცესს, რადგან ასეთი კურსი აღარ შედგება ცალკეული, დამოუკიდებელი კომპონენტებისგან, მისი ელემენტები ურთიერთდაკავშირებულია და სასწავლო კურსი ადაპტირებულია თითოეული სტუდენტის აქტივობების შედეგებზე. კურსის ეფექტურობას ასევე ამაღლებს კურსის წამყვანის (პედაგოგის) ჩართულობის საჭიროების მინიმუმამდე დაყვანა სასწავლო პროცესში.

გამოყენებული ლიტერატურა

[1] Zhvania T. (2012). Modern systems of e-learning. Guram Tavartkiladze Teaching University. №2, Tbilisi, pp.114-118. [2] Kapanadze D., Zhvania T. & Todua T. (2013). Organization of E-learning systems for supporting of continuous juridical education. C

მომხსენებლის გამოცდილება თემასთან მიმართებაში

სამეცნირო სტატიები,

კონფერენციები 

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს