სესიის დეტალური გვერდი

სესიის მომხსენებელი

დიმიტრი პოპოვი

სესიის თანამომხსენებელი

თემატური მიმართულება

სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში

საგანი (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

მათემატიკა , ისტ ,

სესიის თემა (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

1:1 ელექტრონული სწავლების სტრატეგია და დანერგვა , შეფასება , დიფერენცირებული სწავლება , ინდივიდუალიზებული სწავლება ,

სამიზნე აუდიტორია (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები , საშუალო საფეხურის მასწავლებლები , ტრენერები ,

სესიის ფორმატი

ლექცია

სწავლების საფეხური

დაწყებითი ,

სესიის სათაური

ინდივიდუალური მიდგომის გამოყენება სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენებით

სესიის მოკლე აღწერა

თანამედროვე ცვალებად სამყაროში, რომელიც გაჯერებულია კოლოსალური ინფორმაციით, განათლების სისტემაც უნდა ვითარდებოდეს და მუდმივად მარაგდებოდეს ახალი ინფორმაციით. ამ ინფორმაციების მიწოდება მოსწავლეთათვის უნდა ხდებოდეს ნაწილნაწილ, მოსწვალის ინფორმაციის გადამუშავების და ათვისების უნარის გათვალისწინებით. ზუსტად ამ საკითხის მოიცავ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება.

სესიის განსაკუთრებული გარემოებები

საკვანძო სიტყვები

დიფერენცირება,ინდივიდუალური მიდგომა,მათემატიკა,ისტ ეფექტური გამოყენება სწავლებაში

ვებ-გვერდის მისამართი

dimitripopovi.blogspot.com

ისტ სტანდარტი

5-6 კლასების ისტ სტანდარტი

სხვა საგნის სტანდარტი

მათემატიკა - 1-6 კლასების სტანდარტი

როგორ პასუხობს სესია კონკრეტული სტანდარტის შესრულებას

სესიის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ ცოდნას, რომელიც დაეხმარებათ მათ უკეთესად გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტების მიღწევებზე სასწავლო წლის დასასრულს.

გთხოვთ მონიშნეთ გრაფა, იმ შემთხვევაში თუ სესიაზე წარმოდგენილი იქნება ფასიანი პროდუქცია/სერვისი

არა

ისტ უნარების დონე

ყველა

წინარე ცოდნა

საგნის სწავლების მეთოდიკა

სესიის ხანგრძლივობა

ერთი საათი

სესიის გარემო

ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობა

გსურთ გადავიღოთ სესია?

კი

ვირტუალური პრეზენტაცია

კი

ტექნიკური მოწყობილობა

გაკვეთილის მართვის რუკა - ერთი კომპიუტერი გაკვეთილის მართვის მასწავლებლის ვერსიით და რამდენიმე კომპიუტერი მოსწავლეთა ვერსიებით

სესიის შინაარსი

მიზანი და ამოცანები

მოხსენების მიზანია მსმენელებს წარუდგინოთ და გავაცნო როგორც დიფერენცირებული მიდგომის მეთოდური ნაწილი, ასევე დიფერენცირების დროს ისტ ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტური საშუალებები. სესიის მსმენელები გაეცნობიან მათემატიკის სწავლებისას დიფერენცირებული (ინდივიდუალური) მიდგომის გამოყენების საუკეთესო მაგალითებს. საშუალება ექნებათ თავადაც მიიღონ მონაწილეობა აქტივობაში, რომელიც დიფერენცირებული სწავლების სიმულაციას წარმოადგენს. ამასთან მსმენელები ნახავენ ისტ ეფექტური გამოყენების მაგალითებს. გაეცნობიან ოფლაინ და ონლაინ რესურსებს, რომელთა გამოყენებაც საშუალებას მოგვცემს უკეთესად ჩავრთოთ მოსწავლეები სასწავლო პროცესში.

სესიის მონახაზი

სესია შედგება სამი ნაწილისგან, პირველი ნაწილი-5 წთ. პირველ ნაწილში მოხდება დიფერენცირებული მიდგომის შესახებ მცირე ლექციის ჩატარება. მსმენელები გაეცნობიან დიფერენცირებული სწავლების გამოყენების საჭიროებებს სასწავლო პროცესში. მოისმენენ განათლების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ავტორების შეხდეულებებს და მოსაზრებებს ინდივიდუალური სწავლების შესახებ. დიფერენცირება გულისხმობს მასწავლებლის მიერ სხვადასხვა მიდგომების აქტიურად გამოყენებას იმის გასაგებად, რისი სწავლა სჭირდებათ მოსწავლეებს, რანაირად სწავლობენ და/ან როგორ წარმოაჩენენ ნასწავლს, და შემდგომი სწავლების ფოკუსირებას იმაზე, რომ თითოეულმა მათგანმა რაც შეიძლება უკეთ და ნაყოფიერად ისწავლოს. ამასათნავე ხაზს გაუსმევ რომ ამ ეტაპზე დეფერენცირების განხორციელება უფრო ადვილია სასწავლო პროცესის შინაარის, ვიდრემ გარემოსი, რადგანაც გარემოს დიფერენცირება ტექნიკურად რთული პროცესია. შინაარსის დიფერენცირება ორნაირად შეიძლება. პირველი ხერხი იმის ადაპტაციაში მდგომარეობს, რასაც ვასწავლით; ხოლო მეორე – იმისა, თუ როგორ ვაწვდით მოსწავლეებს იმას, რაც გვინდა, რომ ისწავლონ. ზოგადად უფრო მიზანშეწონილად ითვლება, რომ მაინცდამაინც დიდად არ ვცვალოთ ის, რასაც ვასწავლით. შესაბამისად, უფრო კარგია თუ იმას შევცვლით, როგორ მივაწვდით სასწავლო მასალას. ორივე ხერხი დეტალურად იქნება განხილული მაგალითების დემონსტრირებით. მეორე ნაწილი - 10 წთ. მეორე ნაწილში მოხდება მეთოდის გაზიარება, თუ როგორ ვახდენ განმავითარებელი შეფასების საფუძველზე დიფერენცირებას კლასში. ასევე განმავითარებელი შეფასების საფუძველზე როგორ ვადგენ დიფერენცირებულ სავარჯიშოებს მოსწავლეთა ინდივიდუალური მოთხოვნების გამოყენებით, როგორ ვამოწმებ წინსვლის შედეგებს. მსმენელები მიიღიებენ ინფორმაცია თუ რა უნდა გაითვალისწინონ, როდესაც მათემატიკაში გადაწყვეტენ დიფერენცირებული სავარჯიშოების შექმნას. მესამე ნაწილი - 20 წთ. მესამე ნაწილში მოხდება ისტ-ს ეფექტური გამოყენების მაგალითების დემონსტრირება, კერძოდ თავად სესიის მსმენელები „მოსწავლეების“ როლს საკუთარ თავზე მოირგებენ, თუ როგორ არის შესაძლებელი კლასის მართვის ეფექტურ ფუნქციებს გამოყენება (ჯგუფური სწავლება, ჯგუფური ჩეთი, ფაილების გაგზავნა მიღება) და კლასში მათემატიკის გაკვეთილზე დიფერენცირებული დავალებებით მუშაობა. ასევე მსმენელებს წარვუდგენ Windows 8 სტორის აპლიკაციებს, რომლების დასახული აქტივობების განხორციელებაში უფრო სრულფასოვანი რესურსების შექმნის საშუალებას მისცემს მსმენელებს. ამასთან მოხდება პრაქტიკის გაზიარება, თუ როგორ ეფექტურად მუშაობს windows 8 სისტემით ინსტალირებული პლანშეტებით აღჭურვილი კლასი, რომელიც ჩვენს სკოლაში არის (კომპანია MIcrosoft და Intel-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მე-5 კლასის ყველა მოსწვალეს და მასწავლებლებს გადაეცათ პლანშეტები Windows 8 -ის ოპერციული სისტემით). ხაზს გაუსმევ მათემატიკური თამაშების გამოყენების მნიშვნელობას სწავლების დიფერენცირებისას. დასასრული- 5 წთ. შეჯამება, ამ ნაწილში მოხდება დამატებითი პროგრამული/ინტერნეტ რესურსების მიმოხილვა, რომლებიც ინდივიდუალური მიდგომების დროს საუკეთესო ინსტრუმენტია როგორც სწავლებისას ასევე რესურსების შექმნისათვის.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ვიდეო Ted.com - სალმან ხანის გამოსვლა: URL: http://new.ted.com/talks/salman_khan_let_s_use_video_to_reinvent_education 2. ვებ-გვერდი: საქართველოს პარალამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: URL: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16466 3. მა

მომხსენებლის გამოცდილება თემასთან მიმართებაში

თავად როგორც დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, ვიყენებ ინდივიდუალურ მიდგომას სწავლებაში, რაც საშუალებას მაძლევს მოვსინჯო პრაქტიკაშ მეთოდები, რომლებსაც თეორიულად ვეცნობი და ვამუშავებ სხვადასხვა ონლაინ რესურსებზე. ასევე როგორც საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის მათემატიკის ტრენერი, თავად გავიარე და ვასწავლი მათემატიკის დიფერენცირებული მიდგომების გამოყენების მეთოდებს. ასევე როგორც "საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის" ტრენერი მოვისმინე და თავად ვატარებ ტრენინგებს მათემატიკაში დიფერენცირებული (ინდივიდუალური) მიდგომების გამოყენების სტრატეგიების შესახებ. ასევე მივიღე მონაწილეობა ონლაინ სემინარში edugalaxy.intel.ru პორტალზე. მონაწილეობა მიღებული მაქვს Pil-network 2012 კონფერენციაზე პორტუგალიაში, ლისაბონში, სადაც გავეცანი სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგების მიერ შემუშავებულ პროექტებს.

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს