სესიის დეტალური გვერდი

სესიის მომხსენებელი

ნათია ნაცვლიშვილი

სესიის თანამომხსენებელი

თემატური მიმართულება

სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში

საგანი (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

ზრდასრულთა განათლება ,

სესიის თემა (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

წიგნიერება ციფრულ ერაში ,

სამიზნე აუდიტორია (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

საშუალო საფეხურის მასწავლებლები ,

სესიის ფორმატი

ლექცია

სწავლების საფეხური

სხვა ,

სესიის სათაური

წიგნიერების თანამედროვე გადააზრება ციფრულ ეპოქაში

სესიის მოკლე აღწერა

როგორ უნდა განუვითარდეს მოსწავლეს ელექტრონული წიგნიერების კომპეტენცია, როგორ უნდა მოამზადოს  სკოლამ და მასწავლებელმა მოსწავლე იმისათვის, რომ მან მაქსიმალურად ეფექტურად შეძლოს ელექტრონული სივრციდან  საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის მიღება, რა როლი ეკისრება სკოლას მოსწავლის, როგორც ელექტრონული სივრცის მოქალაქედ ჩამოყალიბებაში, რათა მან შეძლოს თანასწორი და კონკურენტუნარიანი თანაარსებობა მსოფლიო ელექტრონულ სივრცეში - ეს გახლავთ თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ძალიან ხშირად დასმული პრობლემები, რომელთა გადაჭრაზე ზრუნვაც ჩვენი საკლასო ოთახებიდან იწყება.

სესიის განსაკუთრებული გარემოებები

საკვანძო სიტყვები

ელექტრონული წიგნიერება, ციფრული ეპოქა,

ვებ-გვერდის მისამართი

ისტ სტანდარტი

სხვა საგნის სტანდარტი

როგორ პასუხობს სესია კონკრეტული სტანდარტის შესრულებას

გთხოვთ მონიშნეთ გრაფა, იმ შემთხვევაში თუ სესიაზე წარმოდგენილი იქნება ფასიანი პროდუქცია/სერვისი

არა

ისტ უნარების დონე

ყველა

წინარე ცოდნა

სესიის ხანგრძლივობა

ერთი საათი

სესიის გარემო

გსურთ გადავიღოთ სესია?

არა

ვირტუალური პრეზენტაცია

კი

ტექნიკური მოწყობილობა

სესიის შინაარსი

მიზანი და ამოცანები

ხშირად გავიგონებთ, რომ 21-ე საუკუნეში წიგნიერება თანამედროვე ადამიანისთვის მისი წარმატების განმსაზღვრელ ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ კომპეტენციად იქცა; რომ წიგნიერების კომპეტენციის განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა საგნისა და საფეხურის მასწავლებლისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ ფონზე არსებითად მნიშვნელოვანია წიგნიერების, არა მარტო როგორც ცნების, არამედ როგორც კომპეტენციის თანამედროვე გადააზრება - რა არის წიგნიერება და რა დამატებითი მნიშვნელობა შესძინა მას 21-ე საუკუნემ, რომ წიგნიერება დღეს აღარ გულისხმობს მხოლოდ ნაბეჭდ ტექსტთან ურთიერთობის კომპეტენციას, მეტიც - ელექტრონულ ტექსტებთან ურთიერთობა კიდევ უფრო არსებითად მნიშვნელოვანი და აქტუალური გახდა, ვინაიდან თანამედროვე ადამიანი ინტერნეტმა მსოფლიო მოქალაქედ აქცია, რომლისთვისაც ელექტრონულ სივრცეში არსებობა ისეთივე განუყოფელი ნაწილია ყოველდღიურობისა, როგორც კვება, საყიდლებზე სიარული ან ურთიერთობები.

სესიის მონახაზი

მოცემული სესია გთავაზობთ, თვალი გავუსწოროთ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს, მოვძებნოთ მათი გადაჭრის გზები ჩვენს საკლასო ოთახებში, ვიმსჯელოთ ელექტრონულ და ტრადიციულ ტექსტებს შორის განსხვავებებზე და განვსაზღვროთ, თუ როგორ აღვჭურვოთ ჩვენი მოსწავლეები ელექტრონული წიგნიერების აუცილებელი, თანამედროვე და სასიცოცხლო კომპეტენციით.

გამოყენებული ლიტერატურა

-

მომხსენებლის გამოცდილება თემასთან მიმართებაში

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს