წელს საქართველოში პირველად გაიმართება საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია, რომელიც ზოგადი განათლების სექტორში ამ მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.
კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში განპირობებული ცვლილებების და პრაქტიკაში წარმატებული ინტეგრირების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, მათ შორის კომუნიკაციას, გამოცდილების გაზიარებას და ახალი კონტაქტების დამყარების ხელშეწყობას.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ:
მასწავლებლები განავითარებენ ახალ სტრატეგიებს თუ როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში და უზრუნველყონ აქტიური სასწავლო გარემო.
სკოლის ხელმძღვანელები ინფორმაციას მიიღებენ, როგორ შეიძლება მოსწავლეების სასწავლო შედეგების გაუმჯობესება ტექნოლოგიების საშუალებით, როგორ დანერგონ და ხელი შეუწყონ ციფრული კულტურის დამკვიდრებას სკოლაში.
ისტ მენეჯერები მიიღებენ ინფორმაციას სკოლის ისტ ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ
უნივერსიტეტები მიიღებენ ინფორმაციას ციფრულ ერაში სწავლა-სწავლებისთვის საჭირო უნარების თაობაზე უახლესი მიმართულებებისა და ინიციატივების შესახებ.
მთავრობისა და ისტ ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას საკლასო დონეზე საჭიროებებისა და გამოწვევების, ისტ-ის საკლასო ოთხში გამოყენების უახლესი ტენდენციების, ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიებისა და მოდელების შესახებ.
კონფერენცია 21-23 ნოემბერს გაიმართება თბილისში. კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა შეავსონ საიტზე.
იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ
მიყევით ბმულს