მოწვეული მომხსენებლები

სახელი:

სოფო გორგოძე

პოზიცია:ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, განათლების სპეციალისტი

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა გაიარა ამავე უნივერსიტეტში ამერიკანისტიკის მიმართულებით, ასევე მიიღო მაგისტრის ხარისხი განათლების საერთაშორისო პოლიტიკაში-ჰარვარდის უნივერსიტეტში, ა.შ.შ. სხვადასხვა დროს სწავლობდა ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტესა და უესტმინსტერის უნივერსიტეტში, მისურის შტატში. მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთ მესინჯერში, უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, განათლებისა და მეცნიერების სამინიტროში სხვადასხვა თანამდებობებზე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში. ასევე ატარებდა ტრენინგებს მასწავლებლებისათვის. არის საერთაშორისო ედუკატორის(ტრენერის) სერთიფიკატის მფლობელი და ატარებდა ტრენინგებს ქირურგებისათვის სწავლა-სწავლების მეთოდებში. არის სხვადასხვა სახელმძღვანელოების ავტორი-თანაავტორი სწავლა-სწავლების საკითხებზე. თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორც განათლების სპეციალისტი.

 

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს