მოწვეული მომხსენებლები

სახელი:

მერაბ ლაბაძე

პოზიცია:ისტ პოლიტიკის ექსპერტი

მერაბ ლაბაძე არის ისტ პოლიტიკის ექსპერტი და ელექტრონული მმართველობის კონსულტანტი. 2005 წელს მისი აქტიური ჩართულობით საქართველოში დაიწყო სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის პროგრამის “ირმის ნახტომის” განხორციელება, მსგავსად ანალოგიური ესტონური პროგრამისა.

2008-2009 წლებში მერაბ ლაბაძე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ფულბრაიტის კომისიის ჰუბერტ ჰამფრის სტიპენდიით სწავლობდა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების თეორიის, პოლიტიკის და მენეჯმენტის სპეციალიზაციით.

2010 წლიდან მერაბ ლაბაძე არის ინოვაციური განათლების ფონდის დირექტორი და თანადამფუძნებელი. ინოვაციური განათლების ფონდი ავითარებს ელექტრონული ვიდეო-გაკვეთილების პორტალს “კოდალას აკადემია” (kodala.ge). ფონდი ასევე ახორციელებს მასწავლებელთა ტრენინგ-პროგრამების ადაპტაციას, ინოვაციურ საგანმანათლებლო პროექტებს, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების განვითარებაზე მიმართულ თანამშრომლობით პროგრამებს.

მერაბ ლაბაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ელექტრონული მმართველობის დარგში.

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს