ტატიანა ნანაიევა კორპორაცია ინტელში ქვეყნის მთავრობებთან ურთიერთობას, სოციალურ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, დაინტერესებულ მხარეებთან და ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობას კურირებს უკრაინასა და დსთ-ს ქვეყნებში.
ბოლო 10 წლის განმავლობაში 20-მდე ეროვნული დონის პროგრამა თუ ინიციატივა განახორციელა უკრაინაში, საქართველოში, აზერბაიჯანში, მოლდავეთში, უზბეკეთსა და კაზახსტანში 500 000-მდე ბენეფიციარისთვის.
ტატიანამ რამდენიმე სოციალური და საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა განათლების სამინისტროებთან, საერთაშორისო სააგენტოებთან თანამშრომლობით, როგორიცაა UNDP, USIAD, UNESCO და ა.შ. ის მონაწილეობას იღებს ეროვნული პროექტების შემუშავებაში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებაში, კიბერ უსაფრთხოება და ა.შ. 2014 წლიდან ტატიანა მოდერნიზებისა და ისტ ექსპერტთა კომიტეტის თავმჯდომარეა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რომლის ფარგლებშიც ხელმძღვანელობს ისტ-ით განათლების ტრანსფორმაციის პოლიტიკის შემუშავებას, ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად. ტატიანას ოცდაათწლიანი გამოცდილება აქვს მენეჯმენტში, ტრენინგში, ქოუჩინგსა და კონსულტირებაში.
იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ
მიყევით ბმულს