ჯეისონ რიჩარდსონი კენტუკის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ლიდერობის კვლევების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. ის ასევე ონლაინ სწავლისა და სწავლების დირექტორია უნივერსიტეტის განათლების კოლეჯში. ჯეისონი ასწავლის: სკოლის ლიდერობის, კვლევის მეთოდების, ტექნოლოგიების თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნოლოგიებით ლიდერობის კურსებს. მისი კვლევის საგანის წარმოადგენს სკოლის ლიდერების მიერ ისეთი ციფრულ სასწავლო გარემოს შექმნა და დამკვიდრება, რომელიც მოსწავლეთა მოსწრებებს შეუწყობს ხელს.
ჯეისონი არის შედარებითი და საერთაშორისო განათლების საზოგადოების (CIES) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტერეს-ჯგუფის თანა-თავმჯდომარე. მისი სტატიები დაბეჭდილია ჟურნალებში: Comparative Education Review, Educational Administration Quarterly, International Journal of Education and Development using ICT, Information Technology for International Development, Journal of International Development, Journal of School Leadership, Review of Policy Research, and The Teacher Educator.
ჯეისონის ძირითადი ინტერესების სფეროს წარმოადგენს: სკოლის ტექნოლოგიური ლიდერობა, ლიდერობა საერთაშორისო კონტექსტში, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განვითარებისთვის (ICT4D) და შედარებითი განათლება.
იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ
მიყევით ბმულს