დამატებითი მენიუ

სიახლეები

კონკურსი ვიდეორგოლის შექმნაზე

კონკურსი ვიდეორგოლის შექმნაზე

კონფერენციაზე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს ვიწვევთ ვიდეოების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

ვიდეოს თემა: „საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია“

ვიდეოს მიზანი:  საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის შესახებ ვიდეო რგოლის შექმნა კონფერენციაზე დარეგისტრირებულ პირთა მონაწილეობით.

ვიდეოს ხანგრძლივობა:  მაქსიმუმ 1 წუთი. გთხოვთ, გაითვალისწინეთ 1 წთ-ზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეო კონკურსში არ მიიღებს მონაწილეობას.

ვიდეოს ფორმატი:   .mp4    ან   . avi

კონკურსის პირობები: 

  • შექმენით ვიდეო  რგოლი, რომლის საშუალებითაც საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის შესახებ ინფორმაციას გაუზიარებთ საზოგადოებას.
  • ატვირთეთ თქვენი ვიდეო ინტერნეტში youtube.com-ზე
  • 10 ნოემბრამდე გამოგვიგზავნეთ ვიდეოს ბმული მისმართზე:    http://getc.ge/ge/contact   
  • 11 ნოემბერს,  თქვენ ვიდეოს  გამოვაქვეყნებთ  კონფერენციის  Facebook-ის ჯგუფში
  • დაემატეთ აღნიშნულ ჯგუფს  Facebook-ში და მოიწვიეთ ამ ჯგუფში  მეგობრები
  • ლაიქების რაოდენობის  მიხედვით შეირჩევა საუკეთესო ვიდეო
  • გამარჯვებული ვიდეო კონფერენციის გახსნაზე იქნება წარმოდგენილი მისი ავტორი კი  დაჯილდოვდება.

ველით კრეატიულ იდეებს და ტექნოლოგიების გამოყენების საინტერესო მაგალითებს.


13.10.2014

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს