სესიის დეტალური გვერდი[en]

session_presenter

ვარდენ ნიქაბაძე

session_presenter_helper

მაიკო ლიპარტელიანი

Conference themes

სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში

Subject

ისტ , ყველა ,

Session topics

გამოთვლები ღრუბლებში (cloud computing) , წიგნიერება ციფრულ ერაში ,

Audience

საშუალო საფეხურის მასწავლებლები , სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ,

Session Format

ლექცია

Level of education

Session Title

ინოვაციური ბიბლიოთეკა

Short description of the Session

სასკოლო ელექტრონული ბიბლიოთეკის მოწყობა მოსწავლეების მიერ საავტორო უფლებების დაცვით მოპოვებული და დამუშავებული ელექტრონული წიგნებით. ელექტრონული წამკითხველების (რიდერების), პლანშეტების გამოყენება სასკოლო ბიბლიოთეკასა და სასწავლო პროცესში.

specific circumstances

Kaywords

ელექტრონული წიგნები,წამკითხველები,ვანდრაივი,ბიბლიოთეკა,ქინდლი

Web page address

http://eleqtronuli.blogspot.com/p/blog-page.html

ICT standards

ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას. ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანის ტექნ... VI.3 VI.4 ...

Subject standards

If you select the standards, please describe how it responds to your session

მოსწავლეები მოიპოვებენ გადაამუშავენ და გარდაქმნიან მასალებს სხვადასხვა პროგრამის გამოყენებით. შემდეგ აზიარებენ ისტ საშუალებებით. ვირტულურ და რეალურ სივრცეში თანამშრომლობენ მასწავლებლებთან და თანატოლებთან. ამისათვის იყენებენ შესაბამის ელექტრონულ მოწყობილობებს. ყოველივე ზემოთქმულის საშუალებით მოსწავლე თავად ახდენს საკუთარი ცოდნის კონსტრუირებას სტანდარტის შესაბამისად.

Please tick the box, if the session will be presented at the organization's product / service, which is a for-profit).

No

ICT Skill level

გამოცდილი მომხმარებელი

Prior knowledge

იცნობდეს ოპერაციულ სისტემა WINDOWS და საოფისე პროგრამებს. ზოგადი წარმოდგენა ქონდეს ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე.

Duration of the session

ერთსაათიანი

Session environment

Windows ოპერაციული სისტემა

Do you want to take a session?

Yes

Virtual Presentation

Yes

Technical equipment

Session Summary

Goals and Objectives

მიზანი სესიის მიზანია მონაწილები გაეცნონ ელექტრონული ბიბლოთეკის შექმნის შესაძლებლობებს სკოლაში. შესაბამის ისტ ინსტრუმენტებს, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების, სოციალური ქსელების გამოყენებას სასწავლო მიზნებისათვის. ელექტრონული წამკითხველების,სმარტფონების და პლანშეტების გამოყენების პესპექტივებს ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის . გაეცნონ მიმდინარე და განხორციელებული პროექტის პრაქტიკული შედეგებს. სურვილის შემხვევაში მონაწილეები შეძლებენ, განახორციელონ ანალოგიური პროექტი თავიანთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. კითხვის და წიგნიერების პოპულარიზაციისთვის ტრადიცულთან ერთად გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები.

Session outline

1. სესიის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იქნება განხორციელებული პროექტის მოკლე მიმოხილვა PowerPoint-ის (ჩაშენებული ვიდეორგოლით) პრეზანტაციის ფონზე შემდეგი შინარისით: „ ინოვაციური ბიბლიოთეკა სკოლაში ჩატარებულმა სტატისტიკურმა და სხვა სახის კვლევებმა, მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მოსწავლეებში საკმაოდ დაბალია წიგნიერების დონე. სასწავლო გარემო ერთფეროვანია და საკლასო ოთახშია ჩაკეტილი, მეორეს მხრივ სახეზე გვაქვს სკოლის მწირი ბიბლიოთეკა. სწორედ, მაშინ გაჩნდა იდეა ამ საქმეში ჩაგვერთო თანამედროვე ტექნოლოგიები და მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობით შეგვექმნა ელექტრონული რესურსები. ჩვენი დაკვირვებაც და თანამედროვე თეორიებიც, ერთხმად მიუთითებდა იმაზე რომ მოსწავლე გაცილებით უკეთესად სწავლობს, მაშინ როცა თავად უშუალოდ მონაწილეობს საკუთარი ცოდნის შენების პროცესში. პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეებმა საკუთარი ხელით, ურთიერთთანამშრომლობით, თავად შექმნან სასწავლო რესურსი. ამისათვის გამოვიყენეთ ელექტრონული წიგნების გარდამქმნელი პროგრამა CAlIBRE. პროგრამის მეშვეობით მოსწავლეები გარდაქმნიან, ინტერნეტში ლეგალურად მოპოვებულ ტექსტებს, მასალებს, ელექტრონული წიგნის სხვადასხვა ფორმატში როგორიცაა : epub, mobi, pdf. და სხვ. მასალებს მოიპოვებენ ეროვნული ბიბლიოთეკის მამარდაშვილის ციფრული კოლექციიდან, ვიკიპედიიდან და ა.შ. გარდაქმნილი ელ. წიგნების ხელმისაწვდომობის, გაზიარების, დისტანციური წვდომის მიზნით გავიყენეთ ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, კერძოდ პიველ ეტაპზე skydrive (ახლა უკვე Onedrive) რომელიც სხვა ანალოგიური სერვისებიდან გამოვარჩიეთ ქართულენოვანი ინტერფეისისა და web აპლიკაციების მხარდაჭერის გამო. თუმცა ამ მიმართულებით აქტიურად შეიძლება გამოყენებული იქნას google drive , dropbox-ი. ამ ეტაპზე ფართოდ ვიყენებთ სოციალურ ქსელებსაც. ინტერნეტში შექმნილია საერთო საცავი გაზიარებული skydrive ის საქაღალდე, სადაც მოსწავლეები ტვირთავენ მათ მიერ საავტორო უფლებების დაცვით მოპოვებულ, გადამუშავებულ ელ . წიგნებს, საიდანაც წიგნების გადატანა ხდება როგორც სკოლის ბიბლიოთეკის ელ. წამკითხველებში- რიდერებში, ასევე სურვილის და საჭიროების შესაბამისად მოსწავლეთა რიდერებსა, სმარტფონებსა თუ პლანშეტებში. დამუშავებული ელ . წიგნები მოიცავს როგორც მხატვრულ ლიტერატურას, ასევე კონკრეტულ სასწავლო მასალას. რომელსაც დამხმარე მასალად იყენებენ გაკვეთილებზე, შინ და კლასგარეშე მუშაობის დროს. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ ელ. წამკითხველები ბეჭდური წიგნების მსგავსად გაიტანონ სკოლის ბიბლიოთეკიდან. ამავდროულად მოპოვებული მასალა მომავალშიც ხელმისაწვდომია. აღნიშნულ რესურსებს მოსწავლეები ამზადებენ კლასგარეშე მუშაობის დროს „ წიგნისა და კომპიუტერის მოყვარულთა“ კლუბში, რომელშიც გაერთიანებულია VII-XII კლასის მოსწავლეთა დიდი ნაწილი. თემებს მოსწავლეები ინაწილებენ წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით, რომელიც შედგენილია როგორც შესაბამისი საგნის პედაგოგთა დავალებით, ასევე საკუთარი სურვილისა და ინტერესის მიხედვით. მოსწავლეებს მუშაობა შეუძლია, როგორც სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში, ასევე სახლში დისტანციურად ინტერნეტის საშუალებით. ეს არის სასწავლო პროცესის განუყრელი ნაწილი, ერთის მხრივ მოსწავლეები შემოქმედებითად ამდიდრებენ სკოლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას, ამავდროულად თავადაც იძენენ ცოდნას პროცესში მონაწილეობით. ეს პროცესი მოსწავლეების დიდ დაინტერესებას იწვევს. პროექტის ფარგლებში, სკოლაში ფუნქციონირებს წიგნისა და კომპიუტერის მოყვარულთა კლუბი, ეწყობა საჯარო კითხვის დღეები, რომელიც მოიცავს დისკუსიებს, ხდება მწერლების წარდგენა, კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებების კითხვა- განხილვა. პარალელურად მიმდინარეობს ელ. წამკითხველების “რიდერების” და საზოგადოდ კითხვის პოპულარიზაცია. რის შედეგადაც ბევრ მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს გაუჩნდა სურვილი თავადაც შეეძინათ რიდერები. თუ კლასიკურ შემთხვევაში ბევრ მოსწავლეს სტანდარტული წიგნის კითხვა აგონებს ტრადიციულ გაკვეთილების მომზადებას, რუტინულ რეჟიმს, ელ. წამკითხველი, რომელიც ძალიან გავს მის საყვარელ ტელეფონს, სმარტფონს, კომპიუტერს - მისთვის მისაღები ხდება. ამ ინოვაციით ერთის მხრივ სკოლაში ყალიბდება კონსტრუქტივისტული, შემოქმედებითი სასწავლო გარემო. იზრდება წიგნის მოყვარულ მოსწავლეთა რიცხვი, მოსწავლეები ეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, მეორეს მხრივ მდიდრდება სკოლის ბიბლიოთეკა ელ. წიგნებით. ჩვენის აზრით მთავარია მოსწავლე მიეჩვიოს კითხვას და არა აქვს მნიშვნელობა თუ რა საშულებას ირჩევს ამისათვის.“ ხანგრძლივობა 15 წუთი. 2. მეორე ეტაპი. ამ ეტაპზე მსმენელებს გავაცნობთ პროექტის მსვლელობის დროს გამოყენებულ ისტ ინსტრუმენტებს: ელ წიგნების გარდამქნელ პროგრამა CAlIBRE -ს, მიკროსოფტის Onedrive -ს, dropbox-ს, google drive- ს. განხილული იქნება თითოეულის უპირატესობები. გავაცნობთ მათ პრაქტიკულ გამოყენებას საგანმანათლებლო მიზნებისათვის, საზიარო საქაღლდეებიის შექმნას, ფაილების ატვირთვას, გაზიარებას. პროცესში სოცქსელების, კერძოდ ფეისბუკის ჩართვას. მიმოვიხილავთ შესაბამის მოწყობილობებს: ელექტრონულ წამკითხველებს, სმარტფონებს , პლანშეტებს. მსენელებს მიეწოდებათ შესაბამისი რესურსების ვებ მისამართები. ხანგრძლივობა 20 წუთი . 3. მესამე ეტაპი. მსმენელებს ვაჩვენებთ პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ გადამუშავებულ მასალას, ონალინ საზიარო საქაღალდებს. ამის შემდეგ პროცესი გადავა ინტერაქტიულ კითხვა–პასუხის რეჟიმში. ხანგრძლივობა 10 წუთი.

References

http://calibre-ebook.com/ ; ეროვნული სასწავლო გეგმა თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები · განვითარებისა და სწავლების თეორიები - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2008 წელი.

The presenter's experience regarding the topic

სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს პროექტი "ინოვაციური ბიბლიოთეკა" ვარ აღნიშნული პროექტის ავტორი. პროექტი წარდგენილი იყო მასწავლებელთა კონფერენციის "საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა სკოლაში" ფინალურ ეტაპზე 2013 წლის დეკემბერში. წლების განმავლობაში ვასწავლიდი ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ფარცხანაყანევის #2 საჯარო სკოლაში, ვარ ამავე სკოლის დირექტორი, სადაც სკოლის მართვასა და სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენება ისტ-ს თანამდროვე ინსტრუმენტები, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები. როგორებიცაა: Google Apps, dropbox, onedrive, სკოლაში ფუნქციონირებს ელექტრონული ბიბლიოთეკა. დაინტერესებული ვარ თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საკითხით, აქტიურად ვიყენებ ელექტრონულ წამკითხველებს.

See info about subscription

Follow the link