განაცხადი კონფიდენციალურობის შესახებ
ლიბერთი ბანკი (შემდგომში “ლიბერთი ბანკი” ან “ჩვენ”) მადლობას გიხდით ამ ვებგვერდზე (შემდგომში “ვებგვერდი”) შემობრძანებისთვის და ჩვენი მომსახურებებით და პროდუქტებით დაინტერესებისთვის.
ჩვენი პრინციპები კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით
კლიენტის პირადი საიდუმლოების პატივისცემა და დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საქმიანობისთვის. კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით ჩვენი პრინციპების გაცნობით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ კლიენტებს უკეთ ეცოდინებათ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ კლიენტის ინფორმაციის კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას და ამავე დროს ვიყენებთ ამ ინფორმაციას მომსახურებებისა და პროდუქტების მიწოდებისთვის.
ჩვენ შეიძლება გავუმჟღავნოთ და გადავცეთ ამ ვებგვერზე შეტანილი ნებისმიერი ინფორმაცია: ლიბერთი ბანკის ჯგუფში შემავალ ნებისმიერ კომპანიას, მის ფილიალებს, წარმომადგენლებს ან ინფორმაციის მომწოდებლებს; ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას კლიენტის თანხმობით; ან როდესაც ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს უფლება ან ვალდებულება ან გვაქვს ნებართვა ან იძულებული ვართ გავამჟღავნოთ ეს ინფორმაცია. ჩვენ ასევე შეიძლება გადავცეთ ან მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ან ნებისმიერი ქვეყნის გავლით, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ ან მიზანშეწონილად.
თქვენს მიერ ვებგვერდზე შესვლა ნიშნავს თქვენს თანხმობას წინამდებარე კონფიდენციალურობის განაცხადის (შემდგომში “განაცხადი”) პირობებზე
თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ განაცხადის პირობებს, მაშინ ნუ გადახვალთ ვებგვერდის სხვა გვერდებზე. ამ განაცხადში დროდადრო შეიძლება შევიდეს ცვლილებები. ამიტომ გთხოვთ რეგულარულად გაეცნოთ მის პირობებს.
რა მიზნებს ისახავს და რა არის ამ განაცხადის მოქმედების სფერო?
ლიბერთი ბანკი, მისი ფილიალები და აფილირებული პირები ვალდებულებას იღებენ, დაიცვან პირადი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ამ ვებგვერდის მომხმარებლებისგან. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ წინამდებარე განაცხადი, რომ განგვემარტა, თუ როგორი ტიპის ინფორმაციას და რა საშუალებით შევაგვროვებთ ამ ვებგვერდის მომხმარებლებისგან, ასევე, თუ რა მიზნით შეაგროვებს, გადასცემს ან გაამჟღავნებს ლიბერთი ბანკი ამ მონაცემებს. ლიბერთი ბანკი იღებს წინდახედულობის ზომებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ეს განაცხადი ვრცელდება ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელსაც ლიბერთი ბანკი მოიპოვებს თქვენ მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობის შედეგად. განაცხადი არ ვრცელდება ნებისმიერ ისეთ ინტერნეტ ვებგვერდზე, რომლებზე ბმულსაც ეს ვებგვერდი შეიცავს, მაგრამ კონტროლირდება მესამე პირების მიერ, რომლებიც არ არიან აფილირებული ლიბერთი ბანკთან (შემდგომში “მესამე პირების საიტები”). გთხოვთ გაეცნოთ მესამე პირების საიტების კონფიდენციალურობის განაცხადებს, რადგან ლიბერთი ბანკი არ არის პასუხისმგებელი და არ აკონტროლებს მესამე პირების საიტების შემცველობას ან კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ამ განაცხადის პირობები ექვემდებარება პასუხისმგებლობის შეზღუდვის თაობაზე სხვა პირობებს ან ხელშეკრულების პირობებს, რომლებიც თქვენ დადებული გაქვთ ლიბერთი ბანკთან, როგორიცაა განაცხადები და შეტყობინებები კლიენტის კონფიდენციალურობის შესახებ, საქართველოში მომქმედი სავალდებულო წესები და კანონმდებლობა.
რა ტიპის ინფორმაციას ვამუშავებთ
ინფორმაცია ვებგვერდზე ნავიგაციასთან დაკავშირებით
ამ ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის გამოყენებული საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სისტემები და კომპიუტერული პროგრამები, ჩვეულებრივი ფუნქციონირებისას, აგროვებენ სხვადასხვა პერსონალურ მონაცემს. აღნიშნული მონაცემები არის ის მონაცემები, რომლებიც ჩვეულებრივ გადაეცემა ხოლმე (TCP/IP პროტოკოლზე დაფუძნებული) ინტერნეტით სარგებლობისას.
ეს ინფორმაცია არ გროვდება შესაბამის პირებზე მონაცემთა ბაზის შესაქმნელად, მაგრამ, მისი ხასიათიდან გამომდინარე, მესამე პირების მიერ მონაცემთა დამუშავებისა და დახარისხების გზით, შესაძლებელია მისი მეშვეობით მოხდეს ინტერნეტ გვერდების მომნახულებელი მომხმარებლების იდენტიფიცირება.
ამ ტიპის ინფორმაცია მოიცავს ვებგვერდზე შემსვლელი მომხმარებლების კომპიუტერების ინტერნეტ პროტოკოლის მისამართებს (IP address) და დომენების სახელწოდებებს, მოთხოვნილი რესურსების მისამართებს (რესურსების იდენტიფიცირების ერთიან ფორმატში – URL ფორმატი), მოთხოვნის დროს, მეთოდი რომლის მეშვეობითაც ხდება მოთხოვნის მიწოდება სერვერისთვის, პასუხად მიღებული ფაილის ზომა, სერვერის მიერ მოწოდებული პასუხის მდგომარეობის ამსახველი ციფრული კოდი (დასრულებულია წარმატებით, შეცდომებით, ა.შ.) და სხვა პარამეტრები, რომელბიც დაკავშირებულია ოპერაციულ სისტემასთან და მომხმარებლის საინფორმაციო ტექნოლოგიებთან. ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ ანონიმური სტატისტიკური ინფორმაციის მიზნებისთვის, რაც შეეხება ვებგვერდის გამოყენებას და ვებგვერდის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელ კონტროლს.
გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას პირების დასადგენად, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება ქმედებებისა, რომლებიც მიიჩნევა კომპიუტერულ დანაშაულად და რომლებიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდს ან პროცესორის სტრუქტურას ან სხვა დაკავშირებულ ან ბმულებით გადასასვლელ ვებგვერდებს. თუ ასეთი გამოძიება არ მიმდინარეობს, ინტერნეტ ქსელთან კავშირის ამსახველი მონაცემები ნადგურდება რამდენიმე დღეში.
მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მიწოდებული მონაცემები
როდესაც მოთხოვნილია ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა ლიბერთი ბანკის მისამართების ნაწილში მითითებულ მისამართებზე, მოთხოვნის შესასრულებლად აუცილებელია მომთხოვნის ზოგიერთი პერსონალური ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის მომთხოვნის ელექტრონული მისამართის.
ცალკეული შეტყობინებები შემაჯამებელი სახით მუდმივად შეიტანება ან აისახება იმ ვებგვერდებზე, რომელიც სთავაზობს ცალკეულ მომსახურებებს, რომელსაც მომხმარებელი იყენებს.
სერვერის მიერ შექმნილი მოკლე საინფორმაციო ფაილები (cookies)
პირადი ხასიათის ინფორმაციის გადასაცემად cookie არ გამოიყენება. ეგრეთ წოდებული მყარი cookie საერთოდ არ გამოიყენება (მყარი cookie-ს მეშვეობით ხდება მომხმარებლის საქმიანობის დაფიქსირება).
ეგრეთ წოდებული სესიის cookie გამოყენება (რომელიც დროებით ინახება მომხმარებლის კომპიუტერში და ჩვეულებრივ თავისით იშლება ნავიგაციის პროგრამის დახურვასთან ერთად) ხდება მხოლოდ სესიის საიდენტიფიკაციო მონაცემების გადასაცემად (რომლებიც შედგება ლიბერთი ბანკის ვებ სერვერის მიერ წარმოქმნილი შემთხვევითი ციფრებისგან), რაც აუცილებელია ვებგვერდის უსაფრთხოდ და ეფექტურად სარგებლობისთვის.
ლიბერთი ბანკის ვებგვერდის მიერ გამოყენებული სესიის cookie გამორიცხავს სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიური პროცედურების გამოყენებას, რომლებიც შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდნენ მომხმარებლის კონფიდენციალური ნავიგაციისთვის. ეს cookie არ აგროვებს მომხმარებლის ამომცნობ პირად მონაცემებს.
პირადი მონაცემების გადაცემის ფაკულტატური ხასიათი
გარდა ზემოხსენებული სანავიგაციო მონაცემებისა, მომხმარებლებმა შეიძლება თავიანთი პირადი ინფორმაცია შეიტანონ ვებგვერდზე ცალკეული სერვისების განყოფილებებში განთავსებულ ელექტრონული მოთხოვნის ფორმებში. გაითვალისწინეთ, რომ ამ მონაცემების შეტანის გარეშე თქვენი მოთხოვნების დამუშავება შესაძლოა შეუძლებელი აღმოჩნდეს.
ვის ვუმჟღავნებთ ვებგვერდზე შეგროვებულ ინფორმაციას?
თქვენი ინფორმაცია ლიბერთი ბანკმა შეიძლება გაუმჟღავნოს მის თანამშრომლებს, წარმომადგენლებს და აფილირებულ პირებს თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის შიგნით ან გარეთ, ლიბერთი ბანკის მომსახურებების შესრულების მიზნით. ჩვენი თანამშრომლების, წარმომადგენლები, აფილირებული პირები და მომწოდებლები, რომელთაც აქვთ წვდომა ვებგვერდზე შეგროვებულ პირად მონაცემებზე, ვალდებული არიან დაიცვან კონფიდენციალურობის პირობა.
პირადი მონაცემების შეგნებულად გადაცემისას, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი მოქმედება შესაბამისობაში იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან, მაგალითად, ისეთი ხელშეკრულებების დადების გზით, რომლებიც ითვალისწინებენ თქვენი ინფორმაციის მიმღები პირების მიერ ამ ინფორმაციის სათანადო დონეზე დაცვის ვალდებულებას.
ჩვენ ასევე შეიძლება თქვენი ინფორმაცია გავუმჟღავნოთ სახელმწიფო დაწესებულებებს და ორგანიზაციებს, ხელისუფლების ორგანოებს ან სხვა პირებს მოქმედი წესების, ბრძანებების, სასამართლო შეტყობინებების, ოფიციალური მოთხოვნების ან სხვა მსგავსი ნორმების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნის ან ნებართვის ფარგლებში.
დამუშავების პროცედურები და უსაფრთხოების ღონისძიებები
პირადი მონაცემები მუშავდება ავტომატიზებული ან არაავტომატიზებული აღჭურვილობით. მისი დამუშავების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხოლოდ იმ დროით, რაც აუცილებელია იმ სამუშაოს შესასრულებლად, რისთვისაც ხდება აღნიშნული მონაცემების შეგროვება. უზრუნველყოფილია კონკრეტულ უსაფრთხოების ზომებთან შესაბამისობა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მონაცემთა დაკარგვა, უკანონო ან არასწორი გამოყენება და არაუფლებამოსილი დაშვება. ცალკეული მომსახურებებისთვის განკუთვნილ ვებგვერდის განყოფილებებში, სადაც აუცილებელია მოსარგებლე მომხმარებლის მიერ პირადი მონაცემების შეტანა, ხდება მონაცემთა დაშიფვრა უსაფრთხო მიერთების პროტოკოლად (Secure Sockets Layer– SSL) წოდებული უსაფრთხოების ტექნოლოგიის გამოყენებით. SSL ტექნოლოგია კოდებად გარდაქმნის ინფორმაციას მის ინტერნეტში გაგზავნამდე, მომხმარებლის კომპიუტერსა და ლიბერთი ბანკის ცენტრალურ სისტემებს შორის. შედეგად ეს ინფორმაცია გაუგებარი ხდება არაუფლებამოსილი პირებისთვის და ამ გზით ხდება გადაცემული ინფორმაციის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. SSL ტექნოლოგიის გამოყენებისთვის აუცილებელია, მომხმარებლის მიერ გამოყენებული ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამა (browser) იძლეოდეს მინიმუმ 128 ბიტის მოცულობის უსაფრთხოების გასაღებების “გაცვლის” შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხო დაკავშირება ზემოაღნიშნული წესით ლიბერთი ბანკის ცენტრალურ სისტემებთან.
რა უსაფრთხოების ზომებია მიღებული თქვენგან მიღებული ინფორმაციის დასაცავად?
ლიბერთი ბანკი იყენებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად გონივრულად დაიცვას პირადი მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, შემთხვევითი ან განზრახი მანიპულაციებისგან, დაკარგვის და განადგურებისგან.
რა უნდა ვიცოდეთ ინტერნეტის მეშვეობით მონაცემთა გადაგზავნის შესახებ?
ზოგადად, ინტერნეტი არ ითვლება უსაფრთხო გარემოდ, ხოლო ინტერნეტის მეშვეობით გადაცემულ ინფორმაციაზე შეიძლება წვდომა ჰქონდეს არაუფლებამოსილ მესამე პირებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, შინაარსის შეცვლა ან ტექნიკური დეფექტი. მაშინაც კი, როდესაც გამგზავნიცა და მიმღებიც ერთი და იგივე ქვეყანაში იმყოფებიან, ინტერნეტით გაგზავნილი ინფორმაცია შეიძლება გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების გავლით და გაიაროს იმ ქვეყანაში, სადაც მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა უფრო დაბალ დონეზეა თქვენ საცხოვრებელ ქვეყანასთან შედარებით.
გაითვალიწინეთ, რომ ჩვენ არ ვიღებთ არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როდესაც ის ინტერნეტის მეშვეობით გადაეცემა ლიბერთი ბანკს. თქვენი კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, თქვენი შეხედულებისამებრ, აირჩიოთ ლიბერთი ბანკთან კომუნიკაციის სხვა საშუალება.
არასრულწლოვნები
ლიბერთი ბანკი არ მოქმედებს განზრახ მისი ვებგვერდის გამოყენებით არასრულწლოვნებისგან ან 18 წლამდე ასაკის პირებისგან ინფორმაციის მიღების მიზნით.
კონფიდენციალურობის განაცხადის ვარიანტები
იმის გათვალისწინებით, რომ, როდესაც საქმე ეხება ავტომატიზებულ კონტროლის მექანიზმებს, შეცდომები, დროში შეფერხებები და სხვა მისთან არ არის გამორიცხული, ეს დოკუმენტი მიიჩნევა ლიბერთი ბანკის ვებგვერდის “კონფიდენციალურობის განაცხადად”. გაითვალისწინეთ, რომ დროდადრო მოხდება მისი განახლება (აღნიშნული განაცხადის სხვადასხვა ვარიანტი ყველა შემთხვევაში გახდება ხელმისაწვდომი).
See info about subscription
Follow the link