თემატური მიმართულება
1. სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში - მიმართულება მოიცავს ტენოლოგიების სასწავლო გარემოში ინტეგრირების ნებისმიერ ასპექტს, ინოვაციურ მიდგომებს, მიმდინარე ტენდენციებს, სწავლა-სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო გამოცდილების მაგალითებს, ისტ სტანდარტების ინტეგრირებისა და სკოლაში ისტ-ის დანერგვის სტრატეგიებს და ა.შ.
2. პროფესიული განვითარება - მოიცავს მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციისა თუ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული სხვა პირების უნარების განვითარებას, ციფრული ეპოქის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად.
3. მენეჯმენტი და ლიდერობა ისტ-ის დახმარებით - მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებში ტექნოლოგიების როლის შესახებ ხედვის ჩამოყალიბებასა და განვითარებას სხვადასხვა დონეზე; საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, შეფასებასა და პერსონალის ხელშეწყობას ისტ-ის დახმარებით.
4. კვლევები სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენებაზე - მოიცავს კვლევებს საგანმანათლებლო სივრცეში ტექნოლოგიების ინტეგრირების შესახებ.
5. ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა - მოიცავს იმ ტექნოლოგიების, რესურსებისა და სტრატეგიების გაცნობას, რომელიც საჭიროა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისა და ადმინისტრირებისთვის.
სესიის თემა (შეგიძლიათ მონიშნოთ ერთი ან ორი თემა)
- 1:1 ელ-სწავლების სტრატეგია და იმპლემენტაცია
- შეფასება
- სწავლება ღრუბლებში (cloud computing)
- თემის ჩართულობა
- ელექტრონული ინსტრუმენტები/რესურსები
- დიფერენცირებული სწავლება
- ციფრული ერის შესაბამისი სკოლის დიზაინი/დაგეგმარება
- დისტანციური, ონლაინ და შერეული სწავლება
- საგანმანათლებლო პოლიტიკა და ხედვა
- თანამედროვე ტენდენციები ტექნოლოგიებში
- თამაშები და სიმულაციები
- ინოვაციური სასწავლო გარემო
- სწავლების დიზაინი და მიწოდების ფორმები
- წიგნიერება ციფრულ ერაში
- მობილურით სწავლება
- ონლაინ პროფესიული განვითარება
- ღია კოდის საგანმანათლებლო რესურსები
- ინდივიდუალიზებული სწავლება
- პროფესიული განვითარება
- პროგრამირება და რობოტები
- სტანდარტები
- მულტიმედია რესურსები
- მასწავლებლების მომზადება
სესიის ფორმატი
- ლექცია - მოხსენებას ტრადიციული ლექციის სახით წარმოადგენთ. სასურველია ლექციისთვის გამოყოთ 30 ან 35 წთ, და კითხვა-პასუხის ნაწილს 10-15 წთ. დაუთმოთ. სულ სესიას 45 წუთი დაეთმობა.
- პლენარული სესია - გაითვალისწინეთ, რომ სესიას უნდა ყავდეს ერთი მოდერატორი და 2 ან 3 პანელისტი. სასურველია, თითოეული მომხსენებლის გამოსვლას 10-15 წუთი დაუთმოთ, და მონაწილეებთან ინტერქციისთვის ბოლო 10-15 წუთი დაიტოვოთ. სულ სესიას 45 წუთი დაეთმობა.
- პრეზენტაცია - მომხსენებელი მონაწილეებს გააცნობს სპეციფიურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს და/ან ინსტრუმენტებს, რომელიც სხვადასხვა სასწავლო ამოცანის გადაჭრას ემსახურება მიზნად. სულ სესიას 45 წუთი დაეთმობა.
- პოსტერების სესია - პოსტერების სესია 21 ნოემბერს საღამოს 5-დან 7 სთ-მდე გაიმართება სპეციალურად გამოყოფილ საგამოფენო დარბაზში. პოსტერის ავტორს შეუძლია სკოლის ან ცალკეული მასწავლებლისა თუ წარმატებული პროექტის შესახებ წარმოადგინოს ინფორმაცია. პოსტერების სესია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენას და გაზიარებას ისახავს მიზნად. სესია იმგვარად იქნება მოწყობილი რომ ავტორს მონაწილეებთან პირისპირ ან მცირე ჯგუფებში შეეძლოს ინტერაქცია.
პოსტერების სესიის მომზადებისა და პოსტერების წარმოდგენის ფორმასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლში სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელზე დასწრებასაც შეძლებენ ავტორობის მსურველები.
- ტექნოლოგიების სესია „მოიტანე შენი საკუთარი მოწყობილობა“ (BYOD – Bring your own device) – სესია პრაქტიკულ სამუშაოს მოიცავს კომპიუტერულ მოწყობილობებთან. მონაწილეები პირადი სმარტფონით, პლანშეტური კომპიუტერითა და ლებტოპებით შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სესიაში და ადგილზე პრაქტიკულად შეასრულო დავალებები.
სესიის სათაური
სესიისთვის შეარჩიეთ სათაური (სიტყვების მაქსიმალური რაოდენობაა 10), რომელიც სესიის შინაარს აღწერს და მონაწილეთა დაინტერესებას გამოიწვევს.
საგანი (შეგიძლიათ შეარჩიოთ ერთი და რამდენიმე საგანი)
- უცხო ენები
- ხელოვნება
- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
- მათემატიკა
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
- სოციალური მეცნიერებები
- ზრდასრულთა განათლება
- მუსიკა
- სხვა
აუდიტორია (შეგიძლიათ მონიშნოთ ერთი ან რამდენიმე გრაფა)
- დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები
- საბაზო საფეხურის მასწავლებლები
- საშუალო საფეხურის მასწავლებლები
- სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები
- უნივერსიტეტის წარმომადგენლები
- ტრენერები (მათ შორის ისტ ტრენერები)
- სკოლის ინფორმაციული მენეჯერები
- ისტ კომპანიების წარმომადგენლები
- IT და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერები
სწავლების საფეხური
- დაწყებითი
- საბაზო
- საშუალო
- უნივერსიტეტი
სესიის აღწერა
მაქსიმუმ 25 სიტყვით მოკლედ და მკაფიოდ აღწერეთ სესიის შინაარსი. გაითვალისწინეთ, რომ ამ გრაფაში შევსებულ ინფორმაციას კონფერენციის ნაბეჭდ პროგრამებსა და საიტზე განსათავსებლად გამოიყენებენ ორგანიზატორები.
სესიის განსაკუთრებული გარემოება
შეგიძლიათ მონიშნოთ თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან, ერთ-ერთი მიესადაგება თქვენს სესიას:
- სესიის თანაწამყვანი იქნება სკოლის მოსწავლე (ნებისმიერი კლასის მოსწავლე 1-12-ის ჩათვლით).
- სესიაზე წარმოდგენილი იქნება პროექტი/შინაარი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას.
- სესიის მომხსენებელს პრეზენტაცია აქვს გაკეთებული იგივე ან მსგავს თემაზე საერთაშორისო კონფერენციაზე.
საკვანძო სიტყვები
დაწერეთ და ერთმანეთისგან მძიმეებით გამოყავით ხუთი საკვანძო სიტყვა, რომელიც საუკეთესოდ აღწერს თქვენს სესიას.
საიტი
მიუთითეთ იმ ვებგვერდის მისამართი, რომელიც სესიისთვის გჭირდებათ და გსურთ მითითებული იყოს აღწერაში.
ისტ სტანდარტი
მიუთითეთ ისტ-ის რომელი სტანდარტის შესრულებას უწყობს ხელს თქვენი სესია (გრაფა შეავსეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში).
სხვა საგნის სტანდარტი
მიუთითეთ რომელი საგნობრივი სტანდარტის შესრულებას უწყობს ხელს თქვენი სესია (გრაფა შეავსეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში).
როგორ პასუხობს თქვენი სესია კონკრეტული სტანდარტის შესრულებას
იმ შემთხვევაში თუ ზემოთ გრაფაში მიუთითეთ ისტ და/ან საგნობრივი სტანდარტი, გთხოვთ აღწეროთ როგორ პასუხობს თქვენი სესია ამ სტანდარტის მიღწევას.
კომერციული ხასიათის პრეზენტაცია
მონიშნეთ შესაბამისი გრაფა იმ შემთხვევაში თუ სესიაზე წარმოდგენილი იქნება ისეთი ორგანიზაციის პროდუქცია/სერვისი, რომელიც მოგებაზე ორიენტირებულია. ზოგიერთი სესია, შეიძლება იყენებდეს ისეთ ტექნოლოგიებს ან აპლიკაციებს, რომლებიც კომერციულია. ეს დასაშვებია, თუ შესაბამისად არის აღნიშნული გრაფა, რომელიც კომერციული პროდუქტის გამოყენებას ადასტურებს.
- სესიაზე გამოყენებულია კომერციული პროდუქტი/სერვისი.
ისტ უნარების დონე
კონფერენციის სრული პროგრამა იმგვარად უნდა შედგეს, რომ სხვადასხვა ისტ უნარების მქონე ადამიანებს შეეძლოთ მასში თანასწორად მონაწილეობა. თქვენი სესიით შეგიძლიათ ერთი დონის მომხმარებელზე ფოკუსირდეთ მხოლოდ, ან სხვადსხვა დონე მოიცვათ, შესაბამისად მონიშნეთ ერთი ან რამდენიმე გრაფა.
დამწყები - საბაზო უნარებს ფლობს, ან არ აქვს ისტ-თან მუშაობის გამოცდილება. წინარე ცოდნა საჭირო არ არის.
საშუალო დონის მომხმარებელი - ძირითადი კომპეტენციებს ფლობს, ტექნოლოგიების მოხმარების წინარე ცოდნა აქვს.
გამოცდილი მომხმარებელი - მნიშვნელოვან უნარებს ფლობს, ისტ-თან მუშაობის საფუძვლიანი გამოცდილება აქვს.
წინარე ცოდნა
თუ თვლით, რომ მონაწილე სესიაში მონაწილეობისთვის კონკრეტულ საკითხზე ცოდნას ან უნარებს უნდა ფლობდეს, გთხოვთ მიუთითეთ ამ გრაფაში.
სესიის გარემო
გთხოვთ, მიუთითეთ რა ტიპის ტექნოლოგია გჭირდებათ, იმისათვის რომ მონაწილემ სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა სესიაში.
- ანდროიდი
- iphone/ipad
- ვინდოუსიანი კომპიუტერი
- ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობა
- კომპიუტერული მოწყობილობა საჭირო არაა
სესიის გადაღება
ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გამოყენება კომერციული მიზნით აკრძალულია. არაკომერციული მიზნით ჩანაწერის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მომხსენებლის ნებართვით. თუ თქვენ არ გსურთ, რომ სესიის ვიდეოგადაღება განხორციელდეს, უნდა მონიშნოთ შესაბამისი გრაფა.
- არა, მე არ მსურს ჩემი სესიის ვიდეო გადაღება.
ვირტუალური პრეზენტაცია
ზოგიერთი სესია შესაძლოა შერჩეული იყოს ონლაინ ჩართვებისთვის. თუ თანახმა ხართ, რომ თქვენი სესია პირდაპირ ჩართვით გადაიცემოდეს, მონიშნეთ შესაბამისი გრაფა.
- დიახ, მე მსურს საჭიროების შემთხვევაში ჩემი სესია ვირტუალური პრეზენტაციისთვის იქნას გამოყენებული.
ტექნიკური მოწყობილობა
სტადარტულად სამუშაო ოთახში განთავსებული იქნება ნოუთბუქი და პროექტორის დაფა, ასევე უზრუნველყოფილი იქნება უკაბელო ინტერნეტი. თუ დამატებით გჭირდებათ ტექნიკური მოწყობილობა ან ინვენტარი, გთხოვთ აღწეროთ ქვემოთ მოცემულ გრაფაში.
სესიის შინაარსი
მიზანი და ამოცანები
გთხოვთ, მკაფიოდ აღწერეთ თქვენი სესიის მიზანი და ამოცანები. ამოცანებში მიუთითეთ მონაწილის მისაღწევი შედეგები, მაგ., რას ისწავლიან ან რის გაკეთებას შეძლებენ მონაწილეები სესიაში მონაწილეობის შედეგად, რა სპეციფიური უნარების წარმოჩენა და გავარჯიშება მოხდება და ა.შ. ამავე გრაფაში შეგიძლიათ აღწეროთ მოდელი/სტრატეგია/გაკვეთილის გეგმა/ინსტრუმენტები რომლის გამოყენებასაც აპირებთ.
სესიის მონახაზი
მოკლედ აღწერეთ სესიის მსვლელობა:
შინაარსი (აქტივობები) - რა შინაარსი იქნება წარმოდგენილი?
დრო - თითოეულ კომპონენტზე რა დრო იქნება განკუთვნილი?
პროცესი - როგორ იქნებიან მონაწილეები ჩართულები პროცესში (თუ სესია ამას ითვალისწინებს)
ბიბლიოგრაფია
მიუთითეთ სტატია, წიგნი, საიტი, ან სხვა დოკუმენტი, რომელიც გამოიყენეთ სესიის დაგეგმვისას.
მომხსენებლის გამოცდილება
აღწერეთ თქვენი გამოცდილება თემასთან მიმართებაში.
თანამომხსენებლები
თქვენი სახელი და გვარი ავტომატურად მითითებული იქნება განაცხადში, როგორც ძირითადი მომხსენებელი. შესაბამისად, მხოლოდ თქვენ გაქვთ უფლება რედაქტირება გაუკეთოთ განაცხადს.
თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თანამომხსენებელ(ებ)ი. შესაძლო როლები, რომელიც შეგიძლიათ მიუთითოთ თანამომხსენებლის შემთხვევაში არის:
- თანამომხსენებელი - ეს გრაფა მონიშნეთ, თუ გინდათ სესიის თანამომხსენებელი დაამატოთ. მხოლოდ ერთი თანამომხსენებლის დამატების შესაძლებლობა გაქვთ.
- დამხმარე მოსწავლე - ეს გრაფა მონიშნეთ, თუ მოსწავლე გეხმარებათ სესიის წარმართვაში.
- პანელის მოდერატორი - ეს გრაფა მონიშნეთ, თუ პლენარულ სესიას მართავთ და მოდერატორი უნდა დაამატოთ. მხოლოდ ერთი მოდერატორის დამატების შესაძლებლობა გაქვთ.
- პანელისტი - ეს გრაფა მონიშნეთ, თუ პლენარულ სესიას მართავთ და პანელისტი უნდა დაამატოთ. ორი ან სამი პანელისტის დამატების შესაძლებლობა გაქვთ.
თანამონაწილის დასამატებლად უნდა მონიშნოთ გრაფა.
- დაამატეთ თანამონაწილე
გთხოვთ, შეავსეთ გრაფები:
- თანამონაწილის სახელი და გვარი
- თანამონაწილის ელ-ფოსტა
დამხმარე მოსწავლის შემთხვევაში ელ-ფოსტის მითითება სავალდებულო არ არის.
იმ პირს, რომელსაც თანამომხსენებელად დაამატებთ, ელ-ფოსტაზე მიუვა შეტყობინება, რომ ის დარეგისტრირებულია, როგორც თანამომხსენებელი. მისთვის ავტომატურად შეიქმნება ანგარიში, რომლითაც შეძლებს სისტემაში შესვლას და პროფილის ბოლომდე შევსებას. აქვე შეძლებს ძირითადი მომხსენებლის მიერ შევსებული ინფორმაციის ნახვას სესიის შესახებ, თუმცა ვერ დაარედაქტირებს. დამხმარე მოსწავლესთან ინფორმაცია სესიის შესახებ არ გამოჩნდება.
See info about subscription
Follow the link