სესიის დეტალური გვერდი[en]

session_presenter

ხათუნა ძნელაძე

session_presenter_helper

Conference themes

სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში

Subject

ქართული ენა და ლიტერატურა , ისტ ,

Session topics

ინოვაციური სასწავლო გარემო ,

Audience

საშუალო საფეხურის მასწავლებლები ,

Session Format

პრეზენტაცია

Level of education

საშუალო ,

Session Title

„ფილმში გაცოცხლებული გ. ერისთავის კომედია „გაყრა“

Short description of the Session

ფილმის გადაღებისათვის მოსწავლეებს მოუწიათ მე-19 საუკუნის ქართული სინამდვილის დოკუმენტალური შესწავლა. გამოიყენეს ონლაინსაძიებო სისტემები, სოციალური ქსელები,PowerPoint და Movie Maker, adobe Premiere Pro cs6, GOM Player,Youtube.com , ფილმზე მუშაობამ მოსწავლეებს მისცა კომპიუტერის საოფისე, საპრეზენტაციო, სამონტაჟო და გამშვებ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

specific circumstances

Kaywords

კომპიუტერული,პროგრამების,საშუალებით,გადავიღეთ,სასწავლო,ფილმი

Web page address

ICT standards

მოსწვლე ფლობს III დონის სტანდარტს

Subject standards

ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება. ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

If you select the standards, please describe how it responds to your session

სასწავლო ფილმის შექმნით განვითარებული ახალი სტრატეგიები უზრუნველყოფს საინტერესო და ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნას.სწავლა–სწავლების პროცესი იქნება უფრო კრეატიული, უფრო ცოცხალი და უფრო წარმართული თავად მოსწავლეების მიერ, რა თქმა უნდა, მასწავლებლის ხელმძღვანელობით. გაუმჯობესებაში

Please tick the box, if the session will be presented at the organization's product / service, which is a for-profit).

No

ICT Skill level

Prior knowledge

Duration of the session

ერთსაათიანი

Session environment

Windows ოპერაციული სისტემა

Do you want to take a session?

No

Virtual Presentation

Yes

Technical equipment

Session Summary

Goals and Objectives

კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. თუ როგორ შეიძლება ფილმის გადაღებისათვის პიესის განსაკუთრებულად საკვანძო მონაკვეთების შერჩევა და დამუშავება,როლებზე მუშაობა; ფილმის გადაღება; ვიდეომონტაჟი და გახმოვანება; წარდგენა . კომპიუტერის საოფისე, საპრეზენტაციო, სამონტაჟო და გამშვებ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილების გაზიარება. ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნა ცოდნის უფრო ხანგრძლივი მეხსიერების შენახვისათვის.

Session outline

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები დამეთანხმებით, რომ დრამატული ნაწარმოების სწავლება ერთგვარი „აქილევსის ქუსლია“ როგორც მასწავლებლისათვის, ისე-მოსწავლისათვის. შეთავაზებული რამდენიმე როლური თამაში მაინც ტოვებს უკმარისობის გრძნობას. მოსწავლეები რაღაც ახლის შეთავაზებას ელიან. რა გავაკეთო, რომ მათი ინტერესი გავზარდო? როგორ „ვაიძულო“ ისინი წაიკითხონ გ. ერისთავის „გაყრა“? ერთ მშვენიერ დღესაც ვთავაზობ მათ: „ხომ არ დავდგათ სპექტაკლი სკოლისათვის?“-ვფიქრობ, რომ წინადადება დამაინტრიგებელია, მაგრამ ბავშვებისაგან მოდის უფრო საოცარი იდეა: „ჩვენ ამისაგან შევქმნით . . . კინოს!“ „კინო?! რატომაც -არა!“ და დავიწყეთ. . . ხალისი და ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ რატომღაც ვიფიქრე-„ეგ პირველი ეიფორიაა და მალე გადაივლის. გ. ერისთავი კი ისევ შეუსწავლელი დარჩება. საბედნიეროდ,ჩემი თავდაპირველი შიში არ გამართლდა. მეტიც-კლასი, შეჯიბრების მიზნით, ორ ჯგუფად გაიყო. ამ მომენტისათვის ჩემი, როგორც მასწავლებლის, როლი განისაზღვრა იმით, რომ ერთად დავგეგმეთ სასწავლო მიზნები, თუ „რა გვინდოდა, რას ველოდით და რას მივაღწიეთ“. შემდეგ ეტაპზე გადასვლისას მოსწავლეთა ერთადერთი მოთხოვნა იყო, არ ჩავრეულიყავი მუშაობის პროცესში. გამოწვევა მივიღე, თუმცა, გზადაგზა, ითვალისწინებდნენ ჩემგან შეთავაზებულ რჩევებს ისე, რომ ეგრძნოთ სრული შემოქმედებითი და ტექნიკური დამოუკიდებლობა. ფაქტიურად, ჩემსა და მოსწავლეებს შორის პასუხისმგებლობები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ერთად დავადგინეთ- რას ვიღებთ?ვისთვის ან რისთვის ვიღებთ? რით და როგორ ვიღებთ? ერთად გავთვალეთ მოსალოდნელი რისკები და ფილმის გადაღების დადებითი მხარეები. დანარჩენი სამუშაო პროცესი თითქმის ჩემგან დამოუკიდებლად წარიმართა: პიესის განხილვა; განსაკუთრებულად საკვანძო ადგილების შერჩევა; კასტინგი თითოეული ლიტერატურული პერსონაჟისათვის; ქართული ყოფისათვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შერჩევა-შეგროვება; მე-19 საუკუნის ქართული სამოსის ონლაინძიება და კვლევის ჩარჩოში გათვალისწინება; გადაღებისათვის საჭირო ტექნიკა; როლებზე მუშაობა; ფილმის გადაღება; ვიდეო მონტაჟი და გახმოვანება; წარდგენა . ორკვირიანი ხალისიანი მუშაობა ბევრისმომცემი დარჩა მოსწავლეებისათვის. კომედია „გაყრაზე“ მუშაობის პარალელურად, მათ მოუწიათ მე-19 საუკუნის ქართული სინამდვილის სიღრმისეული შესწავლა, ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული პრობლემების გათავისება და თანამედროვეობასთან შედარება-შეპირისპირება. ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეებისათვის მაინც ამ მუშაობის პროდუქტი-ფილმები -დარჩა. პირველ რიგში, დაიძლია ერთგვარი სტიგმა, რომ 21-ე საუკუნის ახალგაზრდა თაობისათვის უინტერესო იქნებოდა მე-19 საუკუნის სოციუმი, გმირის პრობლემა, მათი მეტყველება. ბავშვებმა მოსინჯეს საკუთარი ძალები სინთეზური ხელოვნების დარგებში-თეატრი და კინო- რაც, უდავოდ, ხელს უწყობს პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას. ბევრისათვის იქნებ პროფესიული ორიენტაციაც გამოიკვეთა. ფილმის გადაღების პროცესში მოსწავლეებმა აქტიურად გამოიყენეს ონლაინსაძიებო სისტემები, სოციალური ქსელები. დამოუკიდებლად მოუწიათ ფოტო და ვიდეო გადაღებები. თავად მოიძიეს გადაღებისათვის საჭირო ტექნიკა და მასალები, თავად დაამონტაჟეს და უზრუნველყვეს მისი ჩვენება სასკოლო საზოგადოებისა და თანატოლებისათვის, საკლასო ოთახის გარე აუდიტორიისათვის. ფილმზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპისა და სხვადასხვა მიზნისათვის მოსწავლეებმა ეფექტურად გამოიყენეს PowerPoint და Movie Maker, adobe Premiere Pro cs6, GOM Player,Youtube.com სოციალური ქსელები. კერძოდ, როლისთვის განკუთვნილი ტანისამოსის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და გრიმის შერჩევისათვის facebook-მა მოსწავლეებს საშუალება მისცა ერთმანეთისათვის გადაეგზავნათ ვირტუალურად შექმნილი მასალა, რათა უმოკლეს დროში განეხილათ და გაეანალიზებინათ გმირების მახასიათებელი ნიშნები, შეეთანხმებინათ ფილმის გადაღებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. ამჟამად მიმდინარეობს ბლოგის შექმნა, რათა, პირველ რიგში, მათთვის სამახსოვრო იყოს ურთიერთთანამშრომლობის ეფექტური პროდუქტი. შემდგომ-მიღებული ცოდნისა და პროდუქტის გაზიარება ან გამოყენება შემდგომი ეტაპისათვის; მათი მუშაობის შედეგების პუბლიკაცია გარე აუდიტორიისათვის, სკოლის ცხოვრებაში ჩართული სხვა მხარეებისათვის. ფილმზე მუშაობამ მოსწავლეებს მისცა კომპიუტერის საოფისე, საპრეზენტაციო, სამონტაჟო და გამშვებ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. მათ შეიძინეს ახალი კომპიუტერული უნარ-ჩვევები. არახალია, ძველია, რომ მასწავლებელი აყვარებს ბავშვს სასწავლო პროცესსაც და საგანსაც. შეიძლება შედარება უხეში იყოს, მაგრამ კარგი მასწავლებელი კარგ მექოთნეს ჰგავს, რომელიც,საითაც უნდა, იქეთ მოაბამს ქოთანს ყურს. ვფიქრობ, საგნისადმი შემოქმედებითი მიდგომა, ისტ-ის ასეთნაირი გამოყენება შემოაბრუნებს მოსწავლეს სკოლისაკენ!

References

გ. ერისთავის პიესა

The presenter's experience regarding the topic

მონაწილე მასწავლებელთა სასწავლო–მეთოდური კონფერენციისა

See info about subscription

Follow the link