Invited Speakers

First name:

მერი ბერნსი

Position:სასწავლო ტექნოლოგიების ექსპერტი

მერი ბერნსი უფროსი სასწავლო ტექნოლოგიების სპეციალისტია განათლების განვითარების ცენტრში http://www.edc.org/, რომელიც ბოსტონში, მასაჩუსეტის შტატში, აშშ მდებარეობს.მერის მრავალფეროვანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს, ის 1984 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად, მწვრთნელად, კურიკულუმის სპეციალისტად, მკვლევარად, ტექნოლოგიების სპეციალისტად, პროფესიული განათლების პროვაიდერად და შემფასებლად საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დარგში. 1997 წლიდან მისი სამუშაო მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული. ის არის „აქტიური სწავლა ტექნოლოგიებით“ კურიკულუმის დეველოპერი - ოთხმოცდაათ-საათიანი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პორტფოლიო, რომელმაც 2001 წელს შტატების განვითარების ეროვნული საბჭოსგან ჯილდო მიიღო. მერიმ შექმნა მალის პირველი ონლაინ კურსი მასწავლებლებისთვის, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროფესიული განივთარების პორტფოლიო „აქტიური სწავლის განვითარება ტექნოლოგიებით“ და პირველი ონლაინ ქოუჩინგის პროგრამა ინდონეზიისთვის. სხვადასხვა დროს შეფასებული აქვს დისტანციური სწავლების პროგრამები სხვადასხვა შტატის განათლების განყოფილებისთვის ამერიკაში, ამერიკული შტატების  ორგანიზაციისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციისთვის, მსოფლიო ბანკისთვის, აშშ განათლების დეპარტამენტისა და USAID-ისთვის.მერი ბერნსი არის ოთხი წიგნის და 100-მდე სტატიის ავტორი ისტ-ით გამდიდრებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თემაზე. დაწერილი აქვს პოლიტიკის და სტრატეგიის დოკუმენტები საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში. წერს ბლოგებს ტექნოლოგიებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თემებზე, ორგანიზებას უწევს ონლაინ ფორუმებს. მისი ბოლო ნამუშევრებია Technology for Teaching and Learning: Research, Experience and Global Lessons Learned და Distance Education for Teacher Training: Modes, Models and Methods.მერი არის სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლების სამინისტროების ღონისძიებების ხშირი სპიკერი.

See info about subscription

Follow the link