პროფესორი კაილ პეკი პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის და ამავდროულად ონლაინ ინოვაციების სასწავლო ცენტრის დირექტორია. ის სწავლობს და იყენებს ინოვაციებს განათლების სისტემაში, მისი ამჟამინდელი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ღია მასობრივი ონლაინ კურსები (MOOCs) და ციფრული ბეჯები განათლებაში. პროფესორი პეკი მუშაობდა „ნასას“ საგანმანათლებლო სერვის პროექტის მთავარ მკვლევარად, ატლანტიკის რეგიონალური საგანმანათლებლო ლაბორატორიის დირექტორად, პროექტის „პენსილვანიის საკლასო ოთახები მომავალი შეფასებისთვის“ თანადირექტორად. მის დამსახურებებს მიეკუთვნება ასევე ინოვაციური სკოლის "Centre Learning Community Charter School" დაფუძნება. ორი ვადით მუშაობდა სართაშორისო საზოგადოება ტექნოლოგიებისთვის განათლებაში (www.iste.org) დირექტორთა საბჭოში, იყო საგანმანათლებლო კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების ასოციაციის (AECT) და პენსილვანიის შესაბამისი ფილიალის PAECT პრეზიდენტი, მუშაობდა კვლევებისა და ტექნოლოგიების ასოცირებულ დეკანად, სასწავლო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელად და ინსტრუქციული სისტემების პროგრამის ხელმძღვანელ პროფესორად პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში მისვლამდე შვიდი წელი ასწავლიდა საბაზო სკოლაში და ჩართული იყო კორპორაციული ტრენინგებში. პროფესორი პეკი 2 წიგნის თანაავტორია, დამუშავებული აქვს 50-მდე წიგნის ცალკეული თავი, სტატია და კვლევითი პროექტი. მუშაობდა ოთხი საგანმანათლებლო კომპიუტერული პროგრამის შემუშავებაში. პროფესორი პეკი არის პოპულარული სპიკერი, მას გაკეთებული აქვს 300-მდე პროფესიული პრეზენტაცია 14 სხვადასხვა ქვეყანაში.
See info about subscription
Follow the link