Invited Speakers

First name:

პაატა სირბილაძე

Position:ლექტორი, პროექტების კოორდინატორი

პაატა სირბილაძე კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში ასწავლის ელექტრონულ მმართველობასა და სტრატეგიულ მენეჯმენტს და ამავდროულად სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პროექტების კოორდინატორია. ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები - მოქალაქის პორტალი - my.gov.ge, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემა TFS, ღია მონაცემების პორტალი - data.gov.ge.  პაატა ინფორმაციული უსაფრთხოების სერტიფიცირებული მენეჯერია (CISM) და პროექტების მართვის საერთაშორისო სერტიფიკატების მფლობელი. მის ინტერესების სფეროს განეკუთვნება ელექტრონული მმართველობის ინიციატივები და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მას აქვს გამოცდილება კერძო სექტორში ელექტრონული მომსახურების სფეროში ინოვაციური პროდუქტების შექმნაშიც, საქართველოში პირველი ელექტრონული წიგნების მაღაზიის - lit.ge - ერთ-ერთი დამფუძნებელია. პაატა სირბილაძე მუშაობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე - მისი მონაწილეობით განვითარდა ცენტრის ორგანიზაციული შესაძლებლობები და განხორციელდა ათეულობით პროექტი და სახელმწიფო პროგრამა.

See info about subscription

Follow the link